x
image
სოფა
ჯანმრთელი და ბზინვარე თმა

imageალბათ ყველა ადამიანის სურვილია ჰქონდეს ბზინვარე და მოვლილი თმა. როცა თმა კარგად გამოიყურება არავითარ დისკომფორტს არ განიცდი და თავდაჯერებული ხდები.ჩვეულებრივი თმა 2-3 დღეში ერთხელ უნდა დაიბანოთ. თუკი ცხიმინი თმა გაქვთ მაშინ თავი ყოველ მეორე დღეს უნდა დაიბანოთ.გრძელი თმის მოვლა უფრო რთულია. ამ დროს თავის დაბანა გაცილებით ხშირად გვიწევს. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ხშირი თმის დაბანაც მავნებელია. უნდა შეარჩიოთ შამპუნი, რომელიც თქვენს თმას რბილს და ბზინვარეს გახდის. დაბანის შემდეგ სანამ თმა არ გაშრება არ დაივარცხნოთ. მოერიდეთ ფენის ხშირად გამოყენებას. არ შეიძლება თმის პირსახოცით ღონივრად გამშრალებას. ასეთ დროს თმა ზიანდება. მოკლე თმის დავარცხნა ძირებიდან დაიწყეთ, ხოლო გრძელი თმის - ბოლოებიდან. 2-3 თვეში ერთხელ აუცილებელია ბოლოების მოჭრა.
შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის ნიღბები. არსებობს ხალხური რჩევები რაც ძალიან უხდება თმას. კარგია თმაში კვერცხის გულის შეზელა და ათ წუთში თბილი წყლით ჩამობანა. თმაზე ასევე იყენებენ სხვადსხვა მცენარის ნახარშს. ხახვის ფურცლების ნახარში არბილებს და ბზინვარებას მატებს თმას.

1
838
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფა
სოფა
838
  
2012, 1 ნოემბერი, 10:25
+1
0 1 1