x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე პოპულარული კატის ჯიში, CFA-ს რეიტინგის მიხედვით – ტოპ 10

CFA–ი (Cat Fanciers' Association – კატების მოყვარულთა ასოციაცია) კატების ყველაზე პოპულარული ჯიშების რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2025 წელს ყველაზე პოპულარული კატის ჯიშების სიაში კი, როგორც უკვე ცნობილი ლიდერები მოხვდნენ, ასევე, გარკვეული ცვლილებები დაფიქსირდა ფავორიტების ადგილებს შორის. წლის ტოპ –10 კი, ასე გამოიყურება:


X ადგილი: რუსული ცისფერიimage


რუსულ ცისფერ კატას არაჩვეულებრივი მოვერცხლისფრო-ლურჯი ფერის ბეწვი აქვს და ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ბეწვი შიგნიდან ანათებს. ის გულებს თავისი კეთილშობილური გარეგნობით და მოხდენილი მოძრაობებით იპყრობს, იქნება ეს მშვიდი დასვენება მზეზე, თუ აქტიური თამაში პატრონთან.


IX ადგილი: სფინქსი image


ბეწვის არ ქონა და გამომხატველი თვალები, სფინქსს განსაკუთრებით დასამახსოვრებელს ხდის. ეს ურთიერთობებისთვის გახსნილი და მოსიყვარულე ხასიათის კატაა.


VIII: ციმბირული კატა image


ციმბირული კატა წარმოუდგენელ სიფუმფულეს და გამორჩეულ ფიზიკურ შესაძლებლობებს აერთიანებს. უყვარს აქტიური თამაშები, ცოცვა და ხტუნვა. ის კარგად ეგუება ცხოვრების სხვადასხვა პირობებს და ინტელექტის და ცნობისმოყვარეობის მაღალ ხარისხს აჩვენებს.


VII ადგილი: ბრიტანული მოკლებეწვიანი image


ამ ჯიშს მშვიდი ტემპერამენტი, დამოუკიდებლობა და თავშეკავებული ქცევა ახასიათებს. ბრიტანული მოკლებეწვიანი კატები სწრაფად ხდებიან ოჯახის სრულუფლებიანი წევრები, კარგად ეწყობიან ბავშვებს, მაგრამ კომუნიკაციას საკუთარი პირობებით ამჯობინებენ. მოთმინების უნარის და მოკრძალებული ბუნების გამო, ამ კატებს განსაკუთრებით აფასებენ ის პატრონები, რომლებიც მშვიდ და საიმედო კომპანიონებს ეძებენ.



VI ადგილი: აბისინიური კატაimage


ამ ჯიშის კატა ძალიან აქტიური და წარმოუდგენლად ცნობისმოყვარე ცხოველია. მას გამომსახველობითი ნუშის ფორმის თვალები და დახვეწილი სილუეტი აქვს. აბისინიური კატები მათთვის არიან მიმზიდველნი, ვინც აქტიურ და ენერგიულ ცხოველებს აფასებს.


V ადგილი: დევონ–რექსი image


ეს მოკლებეწვიანი და თან, ხუჭუჭა კატის ჯიშია. აქვს დიდი ყურები და ხალისიანი მზერა, რაც იდეალურად ავსებს მის უჩვეულო გარეგნობას და ამ ჯიშს, განსაკუთრებით პოპულარულს ხდის.


IV ადგილი: ეგზოტიკური მოკლებეწვიანი image


ეგზოტიკური მოკლებეწვიანი სპარსული კატა პლუშის დათვს ჰგავს, რის გამოც, ის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კატების მოყვარულებ შორის. ეს ცხოველები მშვიდი და მოსიყვარულე ბუნებით და კეთილგანწყობით არიან ცნობილნი, ხოლო მოკლე და ხშირი ბეწვის მოვლა სირთულეს არ წარმოადგენს.


III ადგილი: სპარსული კატა image


მდიდრული ბეწვის გამო, სპარსული კატები, მრავალი წლის მანძილზე, კატების ყველაზე პოპულარულ ჯიშებს შორის არიან. ამ კატებს, მშვიდი ხასიათი და ღირსების თანდაყოლილი გრძნობა, ნამდვილ არისტოკრატებად აქცევს.


II ადგილი: რაგდოლი image


რაგდოლი არაჩვეულებრივი სინაზით და პატრონის მკლავებში სრული რელაქსაციის მიდრეკილებით არის ცნობილები. ეს კატები მჭიდრო ემოციურ კავშირებს ამყარებენ ადამიანებთან, უყვართ ყურადღება და კომუნიკაცია. სწორედ მათი მოსიყვარულე ბუნების და რბილი ბეწვის გამო, ხდებიან ისინი ოჯახის ფავორიტები.


I ადგილი: მეინ–კუნიimage


წელს პირველი ადგილი მეინ–კუნის ჯიშის კატამ დაიკავა, რომელიც თავისი დიდი ზომებით, მეგობრული ხასიათით და მიმზიდველი გარეგნობით არის ცნობილი. ეს «ნაზი გიგანტები» მშვენივრად ეგუებიან როგორც ბავშვიან ოჯახებს, ისე მარტოხელა ადამიანებს. მეინ–კუნები სხვა ჯიშებისგან, მშვიდი ბუნებით, ინტელექტით და როგორც ადამიანებთან, ისე სხვა სახეობის შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის უნარით გამოირჩევიან.


ამრიგად, ყველაზე პოპულარული კატის ჯიშების სია, თანამედროვე მფლობელების პრეფერენციებს ასახავს, რომელთა შორია მთავარი: კეთილგანწყობა, ინდივიდუალობა და უნიკალური გარე მახასიათებლებია.


imageარხის სხვა სიახლეები:


* "მე მზად ვარ შევხვდე შემოქმედს, მაგრამ არის ის მზად, ისეთი რთული გამოცდისთვის?" – უინსტონ ჩერჩილი

* გამოცანები ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)

* ბაბილონელებმა "პითაგორას თეორემის" შესახებ, პითაგორამდე, დიდი ხნით ადრე იცოდნენ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
118
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...