სხვა ყველაზე პოპულარული კატის ჯიში, CFA-ს რეიტინგის მიხედვით – ტოპ 10 12 აპრილი, 8:12 CFA–ი (Cat Fanciers' Association – კატების მოყვარულთა ასოციაცია) კატების ყველაზე პოპულარული ჯიშების რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2025 წელს ყველაზე პოპულარული კატის ჯიშების სიაში კი, როგორც უკვე ცნობილი ლიდერები მოხვდნენ, ასევე, გარკვეული ცვლილებები დაფიქსირდა ფავორიტების ადგილებს შორის. წლის ტოპ –10 კი, ასე გამოიყურება: X ადგილი: რუსული ცისფერი ![]() რუსულ ცისფერ კატას არაჩვეულებრივი მოვერცხლისფრო-ლურჯი ფერის ბეწვი აქვს და ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ბეწვი შიგნიდან ანათებს. ის გულებს თავისი კეთილშობილური გარეგნობით და მოხდენილი მოძრაობებით იპყრობს, იქნება ეს მშვიდი დასვენება მზეზე, თუ აქტიური თამაში პატრონთან. IX ადგილი: სფინქსი ![]() ბეწვის არ ქონა და გამომხატველი თვალები, სფინქსს განსაკუთრებით დასამახსოვრებელს ხდის. ეს ურთიერთობებისთვის გახსნილი და მოსიყვარულე ხასიათის კატაა. VIII: ციმბირული კატა ![]() ციმბირული კატა წარმოუდგენელ სიფუმფულეს და გამორჩეულ ფიზიკურ შესაძლებლობებს აერთიანებს. უყვარს აქტიური თამაშები, ცოცვა და ხტუნვა. ის კარგად ეგუება ცხოვრების სხვადასხვა პირობებს და ინტელექტის და ცნობისმოყვარეობის მაღალ ხარისხს აჩვენებს. VII ადგილი: ბრიტანული მოკლებეწვიანი ![]() ამ ჯიშს მშვიდი ტემპერამენტი, დამოუკიდებლობა და თავშეკავებული ქცევა ახასიათებს. ბრიტანული მოკლებეწვიანი კატები სწრაფად ხდებიან ოჯახის სრულუფლებიანი წევრები, კარგად ეწყობიან ბავშვებს, მაგრამ კომუნიკაციას საკუთარი პირობებით ამჯობინებენ. მოთმინების უნარის და მოკრძალებული ბუნების გამო, ამ კატებს განსაკუთრებით აფასებენ ის პატრონები, რომლებიც მშვიდ და საიმედო კომპანიონებს ეძებენ. VI ადგილი: აბისინიური კატა ![]() ამ ჯიშის კატა ძალიან აქტიური და წარმოუდგენლად ცნობისმოყვარე ცხოველია. მას გამომსახველობითი ნუშის ფორმის თვალები და დახვეწილი სილუეტი აქვს. აბისინიური კატები მათთვის არიან მიმზიდველნი, ვინც აქტიურ და ენერგიულ ცხოველებს აფასებს. V ადგილი: დევონ–რექსი ![]() ეს მოკლებეწვიანი და თან, ხუჭუჭა კატის ჯიშია. აქვს დიდი ყურები და ხალისიანი მზერა, რაც იდეალურად ავსებს მის უჩვეულო გარეგნობას და ამ ჯიშს, განსაკუთრებით პოპულარულს ხდის. IV ადგილი: ეგზოტიკური მოკლებეწვიანი ![]() ეგზოტიკური მოკლებეწვიანი სპარსული კატა პლუშის დათვს ჰგავს, რის გამოც, ის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კატების მოყვარულებ შორის. ეს ცხოველები მშვიდი და მოსიყვარულე ბუნებით და კეთილგანწყობით არიან ცნობილნი, ხოლო მოკლე და ხშირი ბეწვის მოვლა სირთულეს არ წარმოადგენს. III ადგილი: სპარსული კატა ![]() მდიდრული ბეწვის გამო, სპარსული კატები, მრავალი წლის მანძილზე, კატების ყველაზე პოპულარულ ჯიშებს შორის არიან. ამ კატებს, მშვიდი ხასიათი და ღირსების თანდაყოლილი გრძნობა, ნამდვილ არისტოკრატებად აქცევს. II ადგილი: რაგდოლი ![]() რაგდოლი არაჩვეულებრივი სინაზით და პატრონის მკლავებში სრული რელაქსაციის მიდრეკილებით არის ცნობილები. ეს კატები მჭიდრო ემოციურ კავშირებს ამყარებენ ადამიანებთან, უყვართ ყურადღება და კომუნიკაცია. სწორედ მათი მოსიყვარულე ბუნების და რბილი ბეწვის გამო, ხდებიან ისინი ოჯახის ფავორიტები. I ადგილი: მეინ–კუნი ![]() წელს პირველი ადგილი მეინ–კუნის ჯიშის კატამ დაიკავა, რომელიც თავისი დიდი ზომებით, მეგობრული ხასიათით და მიმზიდველი გარეგნობით არის ცნობილი. ეს «ნაზი გიგანტები» მშვენივრად ეგუებიან როგორც ბავშვიან ოჯახებს, ისე მარტოხელა ადამიანებს. მეინ–კუნები სხვა ჯიშებისგან, მშვიდი ბუნებით, ინტელექტით და როგორც ადამიანებთან, ისე სხვა სახეობის შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის უნარით გამოირჩევიან. ამრიგად, ყველაზე პოპულარული კატის ჯიშების სია, თანამედროვე მფლობელების პრეფერენციებს ასახავს, რომელთა შორია მთავარი: კეთილგანწყობა, ინდივიდუალობა და უნიკალური გარე მახასიათებლებია.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |