საზოგადოება ქართველი დიპლომატი ქალი, რომელმაც ოსმალეთსა და ირანს შორის ზავი შეათანხმა 7 აპრილი, 18:40 გულჩარა ბაგრატიონი - ქართლის მეფის, სიმონ პირველის შვილიშვილი და გიორგი მეათის შვილი, დიპლომატი. მან მნიშვნელოვანი რომელი შეასრულა ბაბუის, სიმონის გათავისუფლებაში. ის და მისი ძმა, დავითი, იყვნენ ქართულ დელეგაციაში, რომელსაც მეფის გამოხსნა ევალებოდათ. გულჩარა დაუახლოვდა სულთნის დედას, რომელიც იმ დროს სახელმწიფო საქმეებში აქტიურად იყო ჩართული და მისი ნდობა დაიმსახურა. სიმონი გაათავისუფლეს მაგრამ მალევე უკან დააბრუნეს. გულჩარამ აცნობა სულთნის დედას, რომ სიმონ მეფე შაჰ-აბასის სიმამრი იყო, შაჰი მას პატივს სცემდა და ანგარიშს უწევდა. შაჰ-აბასის კარზე დიდი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ზეინაბ ბეგუმი, შაჰის მამიდა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აკავშირებდა სიმონ პირველს, ჯერ კიდევ ირანში ყოფნის დროიდან. ყოველივე ამან, შთაბეჭდილება მოახდინა სულთნის დედაზე და მას სურვილი გაუჩნდა სიმონ მეფე ირანთან დაზავების საქმეში გამოეყენებინა. ოსმალეთის დიდმა ვეზირმა გულჩარას თან გააყოლა თურქი ჩაუში მურად აღა. შაჰ-აბასი ამ დროს ზეინაბ ბეგუმთან სევანის ტბის მახლობლად იმყოფებოდა. მათ დიდი პატივით მიიღეს გულჩარა, რომელმაც მათ სულთნის დედისა და სიმონ მეფის წერილები გადასცა. გულჩარა რამდენჯერმე გაემგზავრა შაჰთან მოსალაპარაკებლად. 1612 წლის 20 ნოემბერს სტამბულში ოსმალეთსა და ირანს შორის ზავი დაიდო. ჰამერი „ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში” აღნიშნავს: „ ქართველმა ქალმა შეათანხმა ზავი ოსმალეთსა და ირანს შორის ”. ამ დროისათვის სვიმონ მეფე უკვე გარდაცვლილი იყო. გულჩარამ ისღა მოახერხა მისი ნეშტი დაებრუნებია საქართველოში. 812 2-ს მოსწონს
|