x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ჩვენი გალაქტიკის რომელ წერტილში მდებარეობს დროის მანქანა?
აინშტაინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, დრო არ არის აბსოლუტური სიდიდე და ის რელატიურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არსებობს ადგილები, სადაც სანამ თქვენ ერთ საათს დაჰყოფთ, დედამიწაზე ათასობით წელი გაივლის.


დრო გაცილებით ნელა მოძრაობს შავ ხვრელთან მისი ძლიერი გრავიტაციის გამო. აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით, რაც უფრო უახლოვდებით შავ ხვრელს, განსაკუთრებით კი მის კიდეს (რომელსაც მოვლენათა ჰორიზონტი ეწოდება), მით უფრო ჩქარა გადის დრო თქვენთვის.


გარეშე დამკვირვებლისთვის, შავ ხვრელში ჩავარდნილი ნებისმიერი საგანი უძრავად მყოფია. თუმცა შავ ხვრელთან ახლოს მყოფი ადამიანისთვის დრო ნორმალურად მიედინება, და ეს მაშინ, როცა გაცილებით მეტი დრო გადის შორს მყოფი ადამიანებისთვის დედამიწაზე.


რაც უფრო დიდია შავი ხვრელი და რაც უფრო ახლოს ხართ მასთან, მით უფრო დიდია ეს ეფექტი. უკიდურეს შემთხვევაში, სუპერმასიური შავი ხვრელის მახლობლად გატარებული ერთი საათი შეიძლება დედამიწაზე გატარებულ ათასობით ან თუნდაც მილიონობით წელს უდრიდეს.



აღნიშნული იდეა ნაჩვენებია ფილმში “ინტერსტელარი, ” სადაც ასტრონავტები შავი ხვრელის მახლობლად ბევრად უფრო ნელა დაბერდნენ, ვიდრე ისინი, ვინც მათ უკან დარჩნენ.


ამრიგად, შავი ხვრელები ერთგვარი დროის მანქანებია, რომელთა მეშვეობით შორეულ მომავალში გასეირნებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი “მანქანა” ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს და მას “საგიტარიუს A“ ეწოდება. ეს არის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის სიახლოვეს ერთს წაიხემსებთ და უცებ აღმოაჩენთ, რომ ამასობაში დედამიწაზე უკვე 21-ე საუკუნე კი აღარაა, არამედ 61-ე ან 70-ე საუკუნე.


ხვრელი

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...