ანეკდოტები განწყობისთვის 2012, 30 ოქტომბერი, 13:58 1.- ძვირფასო სად იყავი? - ვირბინე - და რატო გაქვს მაისური მშრალი და შორტი სველი? - ვერ მივასწარი. 2. ქმარი ურტყავს მაგიდაზე ხელს და ამბობს: ვინ არის ამ ოჯახში უფროსი? ცოლი: მე, და რა? ქმარი: არაფერი, ვიკითხე უბრალოდ. 3. ყველას აქვს 3 წამიანი ვიდეო მობილურში სიტყვებით: "ფუ ამის, ვიდეო ყოფილა" 4. ძვირფასო ნახე ვარსკვლავი ვარდება, სურვილი ჩაიფიქრე. – მინდა რომ ცოლად მომიყვანო. – უიი ! შეხედე უკან გაფრინდა ისევ. 5. მაღაზია " საჩუქარი" აცხადებს აქციას. იყიდე საჩუქარი საჩუქებლად და მიიღე საჩუქარი საჩუქრისგან საჩუქრად. 6. თუ არ გაგიმართლათ ქალში, იცოდეთ რომ არიან სხვა ქალებიც, მაგრამ თუ გაგიმართლათ ქალში, იცოდეთ რომ არიან სხვა კაცებიც. 7. თუ ღამით ჭამა არ შეიძლება მაცივარში ნათურას რაუნდა? 8. ძვირფასო მე მინდა რომ ეს შვებულება ისე გავატარო როგორც 20 წლის წინ. – ჩვენ სულ 19 წელია რაც ვიქორწინეთ. – ხოოდააა... 9. აფთიაქში: ფეხმძიმობის ტესტი გაქვთ? – და რომელი? – უარყოფითი თუ შეიძლება. 10. დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს. – დილი მშვიდობისა ! თქვენ პოლიციიდან გაწუხებენ. – არაა ... არ მაწუხებენ და ვთიშავ . 36 8-ს მოსწონს
|