x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„როგორ ბედავთ დამიდგინოთ სად ვიარო, სად ვიმუშავო, ვინ გეკითხებათ?“ - თათული ედიშერაშვილი
image

.

პოპულარული ქართველი მსახიობი, უკვდავი ქართული სიტკომის სერიალის შუა ქალაქის ერთერთი მთავარი როლის შემსრულებელი თათული ედიშერაშვილი რადიკალ აქტივისტებს მიმართავს და მოუწოდებს ყველამ საკუთარ ცხოვრებას მიხედოს. მსახიობი გაკვირვებულია მათი პოზიციებით, რომ თურმე ქუჩაში ცეკვა ქვეყნის პატრიოტიზმია. ის ბოლო ხანს ბულინგს განიცდიდა იმის გამო, რომ პროტესტში არ ერთვება და ტელეიმედში ჩნდება.

.


ბევრი მოვითმინე და გავატარე მაგრამ აღარ დამთავრდა! ქუჩაში ცეკვა პატრიოტიზმია და დაბადების დღეზე ცეკვა სამშობლოს ღალატი ყოფილა. ვერ იტანენ კარგ ხასიათზე მყოფ ადამიანებს. მიხედეთ თქვენს ცხოვრებას და იქნებ უკეთესად იგრძნოთ თავი. როგორ ბედავთ ან ვინ გეკითხებათ დამიდგინოთ სად ვიარო, სად ვიმუშაო და ვინ მიყვარდეს?!”– წერს სოციალურ ქსელში მსახიობი თათული ედიშერაშვილი, რომელიც იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც მას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საპროტესტო აქციებში არ იღებს მონაწილეობას.

.

თათული ედიშერაშვილი ყურადღებას ამახვილებს მის ცეკვაზე ერთერთ დაბადების დღეზე, რაც ქალაქში დიდი განხილვის საგანი გახდა და თითქოს ღალატად შეფასდა. რასაც თავად მსახიობი არ ეთანხმება და ყველას ურჩევს საკუთარ თავებს მიხედონ, რათა დაბოღმილები აღარ იყვნენ და იქნებ ცოტა უფრო უკეთესად იგრძნონ თავი.

.

0
117
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...