მხატვრობა ქუჩის ხელოვნების 20 წარმოუდგენელი ნიმუში, რომელიც იდეალურად ერწყმის გარემოს 8 აპრილი, 8:59 ქუჩის მხატვრების ზოგიერთი ნამუშევარი, უბრალოდ, გასაოცარია! ისინი საკუთარ ნამუშევრებში, აქტიურად იყენებენ ოპტიკურ ილუზიებს და ქალაქის მოსაწყენ პეიზაჟებს გარდაქმნიან და უნიკალურს ხდიან. ოპტიკური ხელოვნება (optical art) — მხატვრული მიმდინარეობაა, რომელსაც საფუძველი XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა. ხოლო, ქუჩის მხატვრობაში, ეს მიმართულება, არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა და პოპულარული ამ საუკუნის დასაწყისში გახდა. მაგრამ, წარმოშობის ზუსტი თარიღის დადგენა რთულია, რადგან ევოლუცია, დროთა განმავლობაში გაიარა და განვითარდა. ამ ხელოვნების ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იტალიელი მხატვარი კოზიმო კაიფაა (Cosimo Caiffa), რომელიც ისეთ შთამბეჭდავ ფრესკებს ქმნის და ისე ოსტატურად ათავსებს მას ურბანულ გარემოში, რომ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, ნახატის პერსონაჟები გაცოცხლდებიან და ჩვენს სამყაროში შემოაბიჯებენ. კაიფა ქალაქის ქუჩებში ჰიპერრეალისტურ ნახატებს ქმნის, რაც მის შემოქმედებას, ხელოვნებას და რეალურ სამყაროს შორის, ბარიერების წაშლაში ეხმარება. აქ, მისი ნამუშევრების, მხოლოდ მცირე კოლექციას წარმოგიდგენთ:
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |