x
image
t.x.
ბრიჯიტ ბარდოს სიყვარულის გაკვეთილები
imageღმერთმა შექმნა ქალი - როცა ფიქრობდა ბრიჯიტზე

-ასე ამბობდნენ

მასზე თაყვანისმცემლები. არცერთი სხვა მზეთუნახავი ასე არ გაუღმერთებიათ კაცებს. უფლისგან ჰქონდა მომადლებული სინაზე, რის გამოც ასე აღმერთებდნენ კაცები და ვერ იტანდნენ ქალები.

ცნობილია ფაქტი, როცა ის მივიდა საავადმყოფოში თავისი დუბლიორის სანახავად და მისაღებში ეცა სანიტარი ქალი. შეშლილი, შეიარაღებული ჩანგლით, (აი, საიდან ისწავლა მოროშკინამ ჩანგლის ხმარება ავტ.) ყვიროდა:"წყეულო! ბოზო! დავიჯერო შენ ცოტა კაცები გყავს? ჩვენც დაგვიტოვე, ჩვეულებრივ ქალებს." უსამართლო ბრალდება იყო. ბრიჯიტმა იცოდა კაცების სხვისთვის დატოვება. "მსოფლიო ისე პატარაა, რომ ყველა შევხვდებით ერთმანეთს საწოლში" - ხუმრობდა ის-დარწმუნებული თავის ყოვლისშემძლეობაში. image გაკვეთილი 1.


ყოველთვის იყავი შენს აზრზე.

როგორც ხდება ხოლმე, ბრიჯიტი თავიდანვე არ ქცეულა მზეთუნახავად. შეუხედავი გოგონა სათვალით, რომელსაც უნდა გაესწორებინა მისი სიელმე, კბილებში "ბრეკეტით", უფერული თმებით შალის საცვლებში. ძნელად თუ წარმოიდგენდით, რომ ამ მოკრძალებული კოკორიდან გაიშლებოდა მშვენიერი ვარდი. ამას ისიც ემატებოდა, რომ სკოლაში ძალიან ცუდად სწავლობდა. შვილის ასეთ პრობლემებს რომ ხედავდა, დედამ გადაწყვიტა, სერიოზულად მიეხედა შვილისთვის, რომ შინაბერად არ დარჩენოდა. მიიყვანა ცეკვაზე და სახლში ატარებდა თავზე ჭიქით. მალე ჭიქა ისე იდგა, რომ იქიდან წვეთიც არ იღვრებოდა. როცა სათვალე და ბრეკეტები მოიხსნა, უკვე ყველა მას უყურებდა. ოჯახის ახლობელმა ის გადაიღო და სურათი დაბეჭდა ჟურნალის ყდაზე. სწორედ აქ ნახა ის რეჟისორმა მარკ ალეგრემ და მიიწვია სინჯებზე. როცა ბიჯიტი მივიდა გადაღებებზე, ის მიიღო რეჟისორის დამხმარემ, ვადიმ როჟემ. ამ შეხვედრამ ორივეს ცხოვრება შეცვალა. image ბრიჯიტმა გაიარა სინჯები. გადაღებები გადაიდო, მაგრამ წყვილი ერთმანეთს მაინც ხვდებოდა. როჟე აღფრთოვანებული იყო იმ მანერებით, რომელიც ბრიჯიტმა სახლში შეისწავლა. ბრიჯიტი დარბოდა გაკვეთილებსა და შეხვედრებზე. ამან მშობლები შეაშფოთა, მაგრამ როცა სასიძო გაიცნეს, დედამ ვერცხლის კოვზების თვლა დაიწყო სამზითვოდ. მალე მამამ გამოაცხადა, რომ ბრიჯიტი ინგლისში უნდა წასულიყო სასწავლებლად. გოგონა გავიდა სამზარეულოში, ჩართო გაზი და თავი შეყო ღუმელში. გოგონა გადაარჩნეს. სწავლაზე მეტი არ ულაპარაკიათ. მამამ სთხოვა ვადიმს მოეცადათ, სანამ ბრიჯიტი 18-ის გახდებოდა.

ბრიჯიტი ყველაფერს აკეთებდა, რომ ვადიმთან ეცხოვრა. ბევრს მუშაობდა, რომ ფული ეშოვა, თვითონ აკეთებდა სახლში ყველაფერს, ცხოვრობდა პატარა, ვიწრო ბინაში.

გაკვეთილი 2. ვნების გარეშე სიყვარული არ არის

ქორწილის მერე ბრიჯიტი იღებდა მონაწილეობას ბევრ როლში. ვადიმიც ცდილობდა ფული ეშოვა, დაწერა სცენარი, სადაც ბრიჯიტს შიშველს უნდა ეცეკვა მაგიდაზე. ფილმის გამოსვლიდან მეორე დღეს ორივე ცოლ-ქმარმა გაიღვიძეს ცნობილებმა. ვადიმმა თვითონ ჩადო ბომბი საძირკველში. როლზე ახალგაზრდა ჟან ლუი ტრენტინიანი აიყვანა. ბრიჯიტმა გადაღებების ბოლოს თავი დაკარგა. imageქმარი მიხვდა როგორ კარგავდა მას. მათი ურთიერთობა გახდა მოსაწყენი. მოგვიანებით ის ამბობდა, რომ ვადიმს შეეძლო მისი შენარჩუნება, ეჭვიანობა რომ გამოეჩინა. ლუისთან გაჩნდა ვნება, მაგრამ ის ცოლიანი იყო. image .

გაკვეთილი 3. ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გასინჯო

ჟან ლუიმაც ვერ შეინარჩუნა მსახიობი. ის სამი წლით ჯარში გაიწვიეს. მისი ადგილი ლოგინში დაიკავა ცნობილმა მომღერალმა ჟილბერ ბეკომ. image

ჯარიდან ჩამოსულმა ტრენტინიანიმ ისინი ლოგინში ნახა. სკანდალი არ ყოფილა. დილით ჩაილაგა თავისი ბარგი და წავიდა. ბრიჯიტი იცვლიდა ქმრებს და საყვარლებს. შემდეგი იყო მსახიობი რაფ ბალონე, მერე მომღერალი საშა დისტელი, მსახიობი ჟაკ შარიე, რომელსაც ცოლადაც გაჰყვა და ეყოლა შვილი ნიკოლა. შემდეგი ქმარი იყო გერმანელი მილიონერი გიუნტერ საქსი. ის თავბრუდამხვევ საჩუქრებს ჩუქნიდა, მაგრამ მალე უღალატა. ბრიჯიტმა არ მოუთმინა.

გაკვეთილი 4. სილამაზე მიდის, სტილი რჩება

ბრიჯიტი კვლავ ხიბლავდა მამაკაცებს. image ამბობდა, რომ მთავარია ჩაცმის სტილი. ძალიან მოსწონდა ნახევრადგამჭირვალე ბლუზები.
მისი ვარცხნილობები მაშინვე ხდებოდა პოპულარულები. ბრიჯიტი სილამაზის სიმბოლო იყო. ჯონ ლენონი მას თავის იდეალად თვლიდა. "იმაზე ძნელი არაფერია, ვიდრე გამოიყურებოდე ლამაზად დილის რვიდან შუაღამემდე"- ამბობდა მსახიობი და ეს მართლაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა.

1
288
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
288
  
2012, 30 ოქტომბერი, 19:49
+1
0 1 1