ქალი და მამაკაცი „სახლი -2“-ის ყოფილმა მონაწილემ არარსებული ბავშვის გაჩენისთვის ბიზნესმენს 27 000 დოლარი დასტყუა 1 აპრილი, 14:16 ![]() 2018 წელს ეკატერინბურგელმა იანა შევცოვამ მონაწილეობა მიიღო სკანდალურ შოუ "სახლი-2"-ში, ახლა 25 წლის შევცოვას ბრალად ედება თაღლითობა და 23 მილიონი რუბლის გამოძალვა. (დაახლოებით 27 000 აშშ დოლარი). ქალბატონის მსხვერპლი 50 წლის დაქორწინებული ბიზნესმენი გახდა. მათ 2023 წელს გაიცნეს ერთმანეთი და ურთიერთობა დაიწყეს. მიუხედავად ამისა, ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ მათ შორის რაიმე რომანტიკა არ ყოფილა- ბიზნესმენმა სავარაუდოდ გოგონა ესკორტის სააგენტოს ვებსაიტზე იპოვა. "ვიცოდი, რომ ალექსის პირველი ქორწინებიდან შვილები ჰყავდა, მაგრამ მან მითხრა, რომ დიდი ხანია განქორწინებული იყო. შევამჩნიე, მაგრამ საკმაოდ სიტყვაძუნწი იყო, ხანდახან რაღაცეებს ბოლომდე არ მეუბნებოდა, მაგრამ მივეჩვიე, ის ხომ სულ საქმით იყო დაკავებული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას ორ ოჯახი ჰყავდა. აგვისტოში ჩავფრინდით მოსკოვში, ის იქ რაღაც შეხვედრაზე იყო, ავიღე მისი ტელეფონი - ვიღაცისთვის მესიჯის გაგზავნა მინდოდა და აღმოვაჩინე მიმოწერა მეუღლესთან"- თქვა მოგვიანებით ახალგაზრდა ქალბატონმა. ![]() ალექსიმ იანა ესკორტ-სერვისების ვებსაიტზე იპოვა, ყოველ შეხვედრაზე 20 ათას რუბლს უხდიდა.(235 აშშ დოლარი) შემდეგ ქალმა უთხრა, რომ დაორსულდა. მთელი "ორსულობის" პერიოდში მამაკაცმა დაახარჯა 20 მილიონ რუბლზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 13 მილიონი გადაიხადა ახალი ბინაში, რადგან ის "ორ შვილთან"ერთად ვიწროდ იქნებოდა ძველ ბინაში.(მისი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ნამდვილია). მან თითქმის ნახევარი მილიონი მოითხოვა გერმანიაში მკურნალობისთვის და მისმა საყვარელმა ასევე გადაიხადა მოსკოვში იანას "კონსულტაციების" და "მშობიარობის" ხარჯები. ის ცოლიანი იყო და არ აპირებდა ოჯახის მიტოვებას. მაგრამ მან შეასრულა დანაპირები.მამაკაცს არ სურდა ბავშვზე მიჯაჭვულობა გასჩენოდა. ამიტომ შეხვედრები არ მოუთხოვია.სწორედ ამით ისარგებლა იანამ. ![]() შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო - არავითარი ქალიშვილი არ არსებობდა და შევცოვა უბრალოდ მას ფულს ცინცლავდა. გაბრიყვებული მამიკო ბოლოს და ბოლოს დაფიქრდა და გადაწყვიტა შეემოწმებინა დაბადების მოწმობაში QR კოდი და აღმოაჩინა, რომ ის ყალბი იყო. მედიაში არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყურებოდა იმ მომენტში ბიზნესმენის სიფათი. პროკურატურამ საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით „განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა“. საქმეს ვერხ-ისეცკის რაიონული სასამართლო განიხილავს. სასჯელი: ქალბატონს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. 246 2-ს მოსწონს
|