ლაღი, თამამი, მოუსვენარი, უზრუნველი ბავშვობა, სკოლისა და ინსტიტუტის განუმეორებელი წლები, უდარდელად განვლილი ზამთრისა თუ ზაფხულის უმშვენიერესი დღეები, გაფრენილი წლები და თან გაყოლილი ოცნებები... ოცნებები, რომლებიც ოცნებად დარჩა... ოცნებად დარჩა აპრილის თვეც... აპრილის თვე, როდესაც მისი სიყვარული ჩაისახა. . .
ასე იხსენებს განვლილ ცხოვრებას ჩვენი რესპოდენტი. იგი სულ სამი თვე იყო გათხოვილი. მისი ბედნიერი და უდარდელი ცხოვრება კი 2008 წლის 8 აგვისტოს დამთავრდა. მაშინ, როდესაც მისი მეუღლე ომის დროს დაეღუპა.
როგორც თავად გვიამდო მეუღლე სულ ოთხჯერ ნახა. რადგან, მაშინ, როდესაც გათხოვდა, ქართულ ჯარში კარანტინი იყო გამოცხადებული და მისი მეუღლეც სახლში იშვიათად ბრუნდებოდა (ჩვენი რესპოდენტის მეუღლე ქართულ ჯარში მსახურობდა). მის მძიმე და ნაღვლიან ცხოვრებას ისიც დაემატა, რომ მან ახლადჩასახული ბავშვი დაკარგა.
თეამ (ჩვენმა რესპოდენტმა) საკუთარი ცხოვრების შესახებ გვიამბო.
– როგორ გაიხსენებ ბავშვობის წლებს?
– ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. მიყვარდა გართობა, ცეკვა, სიმღერა. ძალიან კარგად მახსებდება ჩემი ბავშვობის წლები. მაშინ, როდესაც უდარდელი და უზრუნველი ვიყავი. სასიამოვნოდ ვიხსენებ სტუდენტობის წლებსაც.
– როგორ განვითარდა შენი ცხოვრება ბავშვობისა და სტუდენტობის წლების შემდეგ?
– სამწუხაროდ ძალიან ცუდად. ჩემი უდარდელი ცხოვრება დარდმა და სინანულმა მოიცვა. ბედნიერება, რომელიც ვიპოვე ჩემი მეუღლის სახით სულ რამდენიმე თვეში დამთავრდა. ჩემი მეუღლე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაიღუპა.
– მოგვიყევი როგორ გაიცანი შენი მომავალი მეუღლე.
– ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი ჩემს დაბადების დღეზე. სრულიად შემთხვევით ჩემს ახლობელს ახლდა თან. მას მოვწონებივარ, თუმცა თავიდან ეს მე არ შემიმჩნევია, მოგვიანებით გავიგე. თავიდან ყურადღება მისთვის არც მიმიქცევია. ამასობაში კი დიდი დრო გავიდა. ერთხელ, როცა შემთხვევით შევხვდი სიყვარულში გამომიტყდა, მაგრამ მე რატომღაც მაშინ უარი ვუთხარი. Gარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ბანკიდან გამოვდიოდი ისევ შემხვდა მომავალი მეუღლე, რომელსაც თან ახლდა ჩემი ახლობელი გოგონა. მათ მოლაპარაკებული ჰქონდათ ჩემი მოტყუებით წაყნავა. გამოვიდა, რომ მომიტაცა. თავიდან დარჩენა ვიუარე, თუმცა შემდეგ დავთანხმდი და მისი ცოლი გავხდი. ჩემი ოჯახიც ძალიან ბედნიერი და გახადებული იყო ჩემი არჩევანით, რადგან ჩემი მეუღლე დადებითი, კეთილი და კარგი ადამიანი იყო. თავიდან ყველაფერი კარგად იყო და მეც მეგონა სულ ისეთი ბედნიერეი ვიქნებოდი, როგორც მაშინ. თუმცა ამაოდ... მოხდა ის რასაც არავინ ელოდა. დაიწყო 2008 წლის ომის წინაპერიოდი. ჩემი მეუღლე სამხედრო იყო და იმ დროს გამოცხადებულ კარანტინში იღებდა მონაწილეობას. 2008 წლის აპრილში გავთხოვდი და აგვისტოში ომიც დაიწყო. ჩემი მეუღლე სულ ალბათ ოთხჯერ მყავს ნანახი, რადგან სულ წასული იყო და მე სულ ველოდებოდი. ბოლოს ის 8 აგვისტოს ვნახე გორის სამხედრო ჰოსპიტალის მორგში, გარდაცვლილი. მისგან მხოლოდ მისი სიყვარული დამრჩა. არ მგონია ვინმეს ასე უყვარდეს ადამიანი, ისე, როგორც მე ვუყვარდი ჩემს ქმარს. მისი დაკარგვა ჩემთვის დიდი ტკივილი იყო და უბედურება იყო. იმ დროს ორსულად ვიყავი და ნერვიულობის გამო ნაყოფიც ვარ შევინარჩუნე. ასეთი უბედური ვარ ახლა. არც ქმარი დამრჩა, არც ოჯახი და არც შვილი.
– გაიხსენე, რომელი სიურპრიზი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი შენი მეუღლისგან?
– მინდა გითხრათ, რომ ძალიან უყვარდა სიურპრიზების კეთება. სიამოვნებდა, როდესაც მე გახარებულს მხედავდა, ამიტომ ყოველი ჩვენი შეხვედრა სიურპრიზებით იწყებოდა. ყოველთვის მოჰქონდა ჩემთვის წითელი ვარდები. გარდა ამისა ხშირად მჩუქნიდა ოქროს სამკაულებს. ბოლოს მე მივუტანე მას წითელი ვარდები, რომელიც დავალაგე გულზე და თან გავატანე ჩემი სიყვარულიც.
– როგორი ურთიერთობა გაქვს ამჟამად შენი მეუღლის ოჯახთან?
– ამჟამად ჩემი მეუღლის ოჯახთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილი მაქვს. მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლე გადრაიცვალა მისმა ოჯახმა შემომთავაზა, რომ მათთან დავრჩენილიყავი და მათთან ერთად მეცხოვრა. იმ დროისთვის მე ჩემს ოჯახში დარჩენა ვამჯობინე, მე ჩემი მეუღლის ოჯახში ვერ დავრჩებოდი, რადგან აღარც ქმარი და აღარც შვილი აღარ მყავრა. შვილი რომ მაინც შემრჩენოდა მე აუცილებლად მათთან ვიცხოვრებდი სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ჩემი ეს გადაწყვეტილება ჩემს დედამთილს ძალიან ეწყინა. შემდეგ, როცა სახელმწიფოს ჩემთვის გარკვეული რაოდენობის თანხა უნდა მოეცა ჩემი მეუღლის ოჯახმა რძლად არ მაღიარა და მათ ჩემზე უარი თქვეს. ისე გამოიყვანეს, თითქოს მე მათი შვილის ცოლი არ ვყოფილვარ. რა თქმა უნდა მე ვერაფერს გავხდებოდი, რადგან ჩემს მეოღლესთან ხელი არ მქონდა მოწერილი. ჩემი კუთვნილი თანხაც სახელმწიფოსგან მათ აიღეს. ეს ძალიან მწყინს. ჩემთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა ჩემი ქმრის ოჯახს.
– შენი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფომ დაგასაქმა.
– ჩემი მეუღლის დაღუპვის შემდეგ დამირეკეს და სამსახური შემომთავაზეს. თავდაპირველად ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, რადგან იმ პერიოდში ძალიან ცუდად ვიყავი, ნერვოზი მქონდა. მეორედაც დამირეკეს და კვლავ შემომთავაზეს. შემდეგ უარი აღარ ვთქვი. შახელმწიფოს მიერ მოცემულ სამსახურში დღემდე ვმუშაობ და მადლობელი ვარ.
ის დარჩა მარტო, იმ იმედით, რომ ისევ მოვა აპრილი. . .