საზოგადოება „ხალხო, „FREE მიშა“ ყველაზე მავნებლური ქცევაა!.. მიშას მარშად იქცა ეს დღე“ 1 აპრილი, 10:16 . “თავისუფლება მიშას” პლაკატიან ხალხზე ყველაზე მთავარი ისაა, რომ ისინი არ უსმენენ არც მიშას პარტიის ლიდერებს და არც მიშას ოჯახის წევრებს - ჩემი თვალით მინახავს ეს სცენები არაერთხელ. სახელის დარქმევისაგან თავს შევკავებ, მაგრამ ცუდი ეჭვი მაქვს მათზე.
.
პ.ს. უბრალოდ, მეგონა, მვეჩვიეთ მათ ყველგან ყოფნას და აღარ გვიკვირდა :))) მათი გაყრა პირველი რიგებიდან შეუძლებელია, აგრესიულები არიან, ვერც დაელაპარაკები. მაქსიმუმ ვინმე ჩამოეფაროს ხოლმე საკუთარი პლაკატით და საკუთარი ინიციატივით. თუმცა, ამათაც ისწავლეს ჭკუა და ჯოხებზე შემდგარი პლაკატები და მიშას ანკესზე წამოცმული დროშებით დადიან :)))
.
გიორგი გიგაშვილი (მუსიკოსი):
რავი, ხალხო, ფოტოს სხვას რომ უღებენ ეიფელის ფონზე, მიწაზე ვწვები და ისე მივფოფხავ რომ არ გამოვჩნდე. პრიორიტეტი რომ არ ვარ ანუ, ვხვდები!
დღეს სალომეს უკან, ბანერი “თავისუფლება მიშას” არის ყველაზე ინფანტილური და მავნებლური საქციელი, რაც შეიძლებოდა ვინმეს ექნა.
სალომე კი არა, კაცი არ დარჩა საქართველოში, ვისაც მიშას შეწყალება შეუძლია, სხვა პრიორიტეტები აქვს ერს, ყველაზე დიდი აქცია დაანონსდა და დორბლი სდის მთელ საქართველოს, რა მოხდება და უცებ ხვდები რომ ერთ წამში ჩაიფარცხა ყველაფერი, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. მიღწევა იმის, რომ ვინმე “ქოცს” ენახა, დაენახა ერთიანობა, გაუტეხელობა, არ მივეწერეთ, რომ ყველლლლა ნაცები ვართ და ამ დროს? მიშას გათავისუფლების მოთხოვნის მარშად იქცა ეს დღე - ყველა არხზე..
ცოტა შეგრძნება დაგვეკარგა რაღაცების, მათ შორის, რეალობის.
პ.ს. (ეს პოსტი მიშაზე არ არის). :)))
.
ამას ემატება სალომეს რაღაცნაირი წყლის ნაყვის სფიჩი. მომიტევეთ. ეს არ არის გაბრაზებული ხალხის ტექსტი. აქ საუბარია იმაზე, რაზე ვაკეთებთ აქცენტს, როცა მნოშვნელოვანია და რაზე არა.
ყველას შეუძლია რაც უნდა ის ქნას, და ის ხალხიც იმას შვრება, რაც უნდათ. უბრალოდ ფოკუსია გასასწორებელი, მიშას გამოუშვებს თავისუფალი და ბიძინასგარეშე საქართველო. და თუ გვექნება სასამართლო.
.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
დღევანდელი დღის მოლოდინი იყო გეგმა, რომელსაც ყველა ელოდა.
ახლა ამ გეგმის არ არსებობის და შესაბამისად, იმედების გაცრუების მიშას პლაკატზე გადაბრალება თუ დაგამშვიდებთ, რა პრობლემაა, დაე იყოს მიშას პლაკატი დამნაშავე:)
ისე, რომ იცოდეთ, იქ იდგა ყველა პატიმრის ოჯახი, მეგობარი მხარდამჭერი.
ზოგადად zoom out მნიშვნელოვანია მოვლენები ობიექტურად დავინახოთ.
.
სევდია უგრეხელიძე: ეგაა ზამბარის პრინციპი. მიზეზი არის მიშას თემის გამუდმებული “ჩაფარცხვა”, თითქოს ის არაა სასამართლო კლანის გასამართლებული პოლიტპატიმარი, ეს იწვევს უკურეაქციას. გახარია თვალთხარია არავის აღელვებს და 12, 5 წელმისჯილი მიშას ბანერი მიუღებელია? ეჰ ახალგაზრდებო, მასეთი შერჩევითი სამართლით და შერჩევითი ჰუმანიზმით იქ დარჩებით, სადაც ხართ. ან თავს ამოყოფთ რუსეთში. სალომეს წყალწყალა “პლატფორმა” მიშას ბანერმა ჩაშალა? და მანამდე “კოორდინაცია”? მანამდე “ქარტია”? და ომი ვინ დაიწყო? თქვენგან არ ველოდი ასეთ გაცხარებას ამ თემაზე.
.
Sophia Kvirikashviliვისაც ეს ბანერები უჭირავს არ ემსახურება კარგ საქმეს. როგორც თავად გასწიეს პატიმრების მშობლები და ჩადგნენ ისე უნდა გაიტანოს ბანერებიანად იქედან. მიზანიმართულია ეს ქმედება და ზუსტად ასეთ ნიუანსებ იყენებს ოცნება.გამოჩნდნენ პატიმრის დედები, გამოჩნდნენ გმირების შვილები... ბანერები სადაც ქართველი გმირები და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხია.
ძაან მნიშვნელოვანი ასეთი დეტალების გათვალისწინება. არ ვარ ქვეყანაში თორე მაგ ბანერებს გადავახევდი თავზე! მართლა ქვეყნის ბედი წყდება! რას ნიშნავს პატიმრის დედები გაწიეს და იქ დადგენენ!
ასე აშავებენ აქციებს, აღარ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება!
.
ირაკლი ბუცინაშვილი:
არ ვიცი, ამ ტრიბუნაზე მდგომი სუბიექტების ასაკის ბრალია, ზედმეტად დიდი პოლიტიკური გამოცდილებისაგან გამოწვეული სიბრმავის თუ სხვა რამე ეჭვები გამიჩნდეს, მაგრამ ვთვლი რომ ტრადიციულად ჩატარებული აქციის შედეგი იმ დონეზე იმედგამაცრუებელი და კონტრპროდუქტიულია, რომ მართლა “ხალხის გაზაფხული” უნდა დადგეს ბოლო-ბოლო ამ ქვეყანაში - ახალი ხალხის, სუფთა ახალგაზრდების.
ყველა იმედი და ყველა პოზიტიური მოლოდინი ბოლომდე რომ გაგვიცრუვდება, ალბათ მხოლოდ მაშინ ვიპოვით ჩვენს ერთიანობაში ნამდვილ ძალას.
,
54 შეფასება არ არის
|