x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა მოხდა დედამიწაზე 250 მილიონი წლის წინ? – «დიდი გადაშენების» მიზეზი

დედამიწის ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო 500 მილიონი წლის მანძილზე, მასობრივი გადაშენება პლანეტაზე, 5–ჯერ მოხდა. ამას განამარხებული ნიმუშები მოწმობს, რომელსაც მეცნიერები, უკანასკნელი ასწლეულების მანძილზე, სწავლობენ. ამასთან, დადგენილია, რომ ცოცხალი ორგანიზმების ყველაზე ფართომასშტაბიანი, – «დიდი პერმის გადაშენება» იყო, რომელიც 253–251 მილიონი წლის წინ მოხდა და მაშინ, წლის სახეობათა 90% და ხმელეთის ხერხემლიანი ცხოველები 70%–ზე მეტი და თითქმის, 90% მწერი ამოწყდა!


image


მიუხედავად იმისა, რომ საკითხის შესწავლა, დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს, კითხვაზე პასუხი, თუ რა იყო მასობრივი გადაშენების მიზეზი, – უცნობია. თუმცა, ერთი რამ ცხადია, დედამიწაზე ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ასეთი მძიმე შედეგი დამდგარიყო. ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ დროს, დედამიწაზე, ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა, რომელმაც პლანეტის ეკოლოგია, თითქმის, მთლიანად გაანადგურა...

ალბათ, ბევრი იტყვის, რომ პირველი ადამიანები დედამიწაზე, ბევრად უფრო გვიან გამოჩნდნენ. მაგრამ, ეს ასე არ არის და ამის დასამტკიცებლად, «აკრძალული არქეოლოგიის» არაერთი არტეფაქტი არსებობს.

ახლა კი, ისევ პერმის პერიოდს დავუბრუნდეთ. კატასტროფამდე დედამიწაზე, თავისუფალი ჟანგბადი – 22 % (დღეს 20, 95 %–ია), ხოლო, საშუალო ტემპერატურა – 17 გრადუსი (დღეს 15–ია) იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ იმ დროს, ანტარქტიდა ყინულით კი არა, მწვანე, ნოტიო ტყეებით იყო დაფარული. შესაძლოა ის, ყველაზე უსაფრთხო გარემოდ ითვლებოდა, ცივილიზაციის ჩამოყალიბებისთვის. ამიტომ, სწორედ იქ დასახლდნენ კოსმოსიდან მოსული ვიზიტორები... და ეს რომ ასე იყო, უბრალო ვარაუდი არ არის. ამ მოსაზრებას, ის ამყარებს, რომ ანტარქტიდას არაერთი საიდუმლო უკავშირდება...

იმით დავიწყოთ, რომ ბელინსჰაუზერი და ლაზარევი, პირველები არ იყვნენ, მათ შორის, ვინც ეს კონტინენტი ნახა. იმის მტკიცებულებად, რომ ჩვენი წინაპრები ანტარქტიდაზე ბევრად უფრო ადრე იმყოფებოდნენ, ვიდრე რუსული ექსპედიციის წევრები, რომლებიც სამხრეთის კონტინენტის აღმომჩენებად ოფიციალურად ითვლებიან, უძველესი რუკები გამოდგება. მათზე იმდენად დეტალურადაა ასახული ანტარქტიდის სანაპირო ხაზი, რომ წარმოუდგენელია ვინმეს უბრალოდ, თავისი ფანტაზიით «მიეხატა».

რეალურად, ანტარქტიდა — საკმაოდ კომპაქტური არქიპელაგია და მის ყველაზე დიდ ნაწილს, შეგვიძლია კონტინენტი ვუწოდოთ, ისიც – პირობითად. მისი სანაპირო ხაზი, როგორც აღვნიშნეთ, ძლიერ არის დანაწევრებული, ხოლო ირგვლივ, პატარ-პატარა კუნძულებია გაბნეული ისე, როგორც ეს ეგეოსის ზღვაშია. გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე დიდი ოქროს საბადო დედამიწაზე ანტარქტიდაზე მდებარეობს

* სკივრი, კოსმოსური გზავნილით

* 3 გამოცანა ხრიკებით (პასუხები აქვს)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
413
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...