ქალი და მამაკაცი "მე მიყვარს შენი ცოლი" - როგორ "შეაწერა" ცოლი ერიკ კლეპტონმა საუკეთესო მეგობარს, ჯორჯ ჰარისონს 30 მარტი, 11:28 ![]() პატრიცია (პატი) ანა ბოიდი ოთხი შვილიდან უფროსი იყო. სამონასტრო სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა ლონდონში და 18 წლის ასაკში გახდა მოდელი.გოგონა VOGUE-ს გარეკანზეც კი მოხვდა. 1964 წელს პატი მიიწვიეს ფილმში "A Hard Day's Night". როლი უმნიშვნელო იყო - ფანატი სკოლის მოსწავლე, მაგრამ სიხარულით დათანხმდა, რადგან ფილმში თვით "ბიტლზი" მონაწილეობდა. ჯორჯ ჰარისონი კი ყველაზე სიმპათიური მამაკაცი იყო, რაც კი ოდესმე ენახა: მეტყველი ყავისფერი თვალები, წაბლისფერი თმა... გადასაღებ მოედანზე შესვენებაზე სადილობის დროს დროს იგი სწორედ ამ სიმპათიური მამაკაცის გვერდით აღმოჩნდა. სრულიად მოულოდნელად მას ჩაესმა ჯორჯის სიტყვები:"გამომყვები ცოლად?" ეს იყო პირველი სიტყვები, რაც მან პატრიციას უთხრა. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო. მაგრამ მალე მათ დაიწყეს შეხვედრა, ორი წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ. პატი 21 წლისაა, ჯორჯი ერთი წლით უფროსი. წყვილმა თაფლობის თვე ბარბადოსში გაატარა. ისე ჩანდა, რომ მათი ბედნიერება სამუდამოდ გაგრძელდებოდა... 1960-იანი წლების შუა ხანებში ჰარისონი მოიხიბლა ინდოეთით: ჯერ შეუყვარდა სიტარი, - ტრადიციული ინდური სიმებიანი ინსტრუმენტი, შემდეგ დაინტერესდა იოგათა და მედიტირებით. 1968 წელს "ბითლზი "და მათი ცოლები ცნობილი ინდოელი გურუს, მაჰარიშის სანახავად წავიდნენ. ჰარისონი სერიოზულად მიუბრუნდა ინდუიზმს და გახდა ვეგეტარიანელი. მაგრამ პეტის მიაჩნდა, რომ ჯორჯი უარესობისკენ შეიცვალა - ის სულ უფრო მეტ დროს ატარებდა მედიტაციაში, საკუთარ თავში ჩაიკეტა და ზოგჯერ დეპრესიაშიც ვარდებოდა. მათი ურთიერთობა ნელდებოდა. ![]() მათი სახლის ხშირი სტუმარი იყო, ერიკ კლეპტონი, ჯორჯის მეგობარი. 1970 წელს ჯორჯი და პატი გადავიდნენ ახალ სახლში, სახელწოდებით Friar Park, რომელიც ოდესღაც ეკუთვნოდა ექსცენტრიულ მდიდარს ვიქტორიანელი ეპოქიდან. სახლის გვერდით დიდი ბაღი იყო და უცებ აღმოჩნდა, რომ ჰარისონს უყვარდა ბარში ფუფუსი და მუშაობა. ერთ დილით, ახალ სახლში გადასვლის შემდეგ, პეტიმ წვრილი, აკურატული ასოებით დაწერილი უცნაური წერილი მიიღო.უცნობ ავტორს, რომელიც სახელს მხოლოდ ასო „ე“-ით აწერდა ხელს, სურდა გაეგო, მართლა უყვარდა თუ არა პეტის ქმარი და ჰყავდა თუ არა სხვა ვინმე და რაც მთავარია, აქვს თუ არა პეტის რაიმე გრძნობა მის მიმართ? ბოიდმა გაიფიქრა, რომ წერილი კიდევ ერთი გიჟი თაყვანისმცემელის მიერ იყო დაწერილი, რომელიც ფოსტალიონს აუარებელი მოჰქონდა. მაგრამ იმ საღამოს კლეპტონმა დაურეკა და ჰკითხა, მიიღო თუ არა წერილი. მხოლოდ მაშინ მიხვდა პეტი, ვისგან იყო შეტყობინება... და შემდეგ კლეპტონმა პეტი ბოიდი მიიწვია ბინაში - მას სურდა პეტის მისი ახალი სიმღერა მოესმინა. ეს იყო ცნობილი " ლეილა". სევდიანი სპარსული ლეგენდა ლეილასა და მეჯნუნის შესახებ - შეყვარებულის ამბავი, რომელიც გიჟდება, როცა მის შეყვარებულს სხვას ათხოვებენ. პატი გაქვავებული იჯდა, მან უცებ ისე ნათლად გააცნობიერა სასოწარკვეთილი ერიკის გრძნობები - და ეს გრძნობები მას მიეძღვნა. იმ საღამოს პატის თავშეკავება შეირყა... მალე ლონდონის ერთ-ერთ წვეულებაზე ჯორჯმა ერიკი და პატი ერთად დაინახა. "ეს რას ნიშნავს?" – იკითხა ჰარისონმა. - მეგობარო, უნდა გითხრა, რომ მიყვარს შენი ცოლი, - გულწრფელად უპასუხა კლეპტონმა. დაბნეული პატი ქმართან ერთად სახლში წავიდა. ![]() -- ჩემთან თუ არ წამოხვალ, ამას შევისუნთქავ. ეს იყო ჰეროინი. სინამდვილეში, კლეპტონი მანამდე უკვე იყო ნარკოტიკებზე დამოკიდებული. ალკოჰოლიზმი, ჰეროინი და შთაგონება. პატიმ საბოლოოდ ვეღარ გაუძლო მის ზეწოლას და მიატოვა ჯორჯი, რომელიც მაშინ უკვე მათ ურთიერთობაზე თვალს ხუჭავდა. ![]() 1979 წელს კლეპტონისა და ბოიდის ქორწილზე ჯორჯს არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს „ის დაქორწინდა მასზე, ... და ნამდვილი პრობლემა ერიკში მდგომარეობდა: ის საშინლად ბრაზობდა იმაზე, რომ მე მასზე საერთოდ არ ვბრაზობდი!“ მეტიც, ჰარისონი რინგო სტართან და პოლ მაკარტნისთან ერთად დაესწრო კლეპტონისა და ბოიდის ქორწილს. კლეპტონისა და ბოიდის ოჯახური ცხოვრება ვერ აეწყო, ერიკმა ნარკოტიკებისგან და ლოთობისგან მთლად დაკარგა სახე, იგი ცოლზე ხშირად ძალადობდა და მის თვალწინ ღალატობდა კიდეც. ![]() 1982 წელს კლეპტონი სარეაბილიტაციო კლინიკაში დაწვა. საიდანაც დასუსტებული და გამოფიტული დაბრუნდა – თითქოს დალევის სურვილიც დაკარგა. მან ექვსი თვე შეიკავა თავი, მაგრამ შემდეგი ტურის დროს სასტუმროს ბარებში ადრინდელზე მეტის დალევა დაიწყო, უგულებელყო ცოლიც და კუჭის წყლულიც. ის ისევ გახდა ძალადობისკენ მიდრეკილი. ...ერთ დღეს პეტიმ საკუთარ ფოტოს დახედა, რომელიც მისმა დამ გადაუღო. ის შოკისმომგვრელი იყო: ნალოთავები შეშუპებული სახე, ჭარბი წონა, აჩეჩილი თმა... 1984 წლის სექტემბრის ერთ დღეს, მან ჩაალაგა თავისი ნივთები და მიატოვა ერიკი. ისინი 1989 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ. 176 2-ს მოსწონს |
საუკეთესოდ შევეცცცცი თქვენს მეგობრობას და თქვენს ცოლსაც.