საზოგადოებრივი სკივრი, კოსმოსური გზავნილით 2 აპრილი, 8:45 1962 წელს, ინდოეთში, «ქუხილის მთაზე» (მთაზე ხშირია ჭექა–ქუხილი და სახელიც აქედან მოდის) სკივრი აღმოაჩინეს. მასში არტეფაქტი იდო, რომელიც მეცნიერებმა კოსმოსურ გზავნილად მიიჩნიეს... და სკივრის შიგთავსის საიდუმლო, მხოლოდ 40 წლის შემდეგ გაიხსნა – ეს ლითონის მრგვალი შენადნობი იყო, ჩაზნექილი, თუ ჩაჭყლეტილი გვერდებით. მოგვიანებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქმე დალუქულ კონტეინერთან ჰქონდათ, რომელშიც რაღაც იყო მოთავსებული. ობიექტის დეტალური შესწავლისას, გაირკვა, რომ ლითონს ანალოგი არ ჰქონდა დედამიწაზე. რაღაც მსგავსი, ერთ ეგზემპლარში იყო და ისიც დაცემულ მეტეორიტში აღმოაჩინეს, ანუ ლითონი ისეა ფორმირებული, რომ ატმოსფეროში შემოსვლისას, მაღალ ტემპერატურაზე, არ დნება. ასე, რომ, ამ ობიექტის გამომგზავნებმა, ყველაფერი კარგად გათვალეს. რაც შეეხება მის შიგთავსს, ობიექტიდან გრაგნილი ამოიღეს... და როგორც კი გახსნეს, პერგამენტმა დამუქება დაიწყო. მაგრამ, მეცნიერებმა მასზე გედის თანავარსკვლავედის რუკის და რაღაც სურათების დანახვა მოასწრეს. გრაგნილი მალე გაშავდა და მთლიანად დაიფხვნა. როგორ, ან როდის მოხვდა ობიექტი დედამიწაზე, ან იმ მთაზე ვინ შეინახა – უცნობია. უცნობია ისიც, რამდენ ხანს იყო სკივრში... მხოლოდ ერთი რამ არის აშკარა – ვიღაცას ჩვენთვის საკუთარი სამყაროს ჩვენება უნდოდა. ვიღაცას, ვინც ჩვენგან, დაახლოებით, 1500 სინათლის წელიწადით არის დაშორებული... P. S. ძველი წყაროების ცნობით, დედამიწაზე პირველი მოსახლეობა, მინიმუმ 500 მლნ. წლის წინ გაჩნდა. ინდური ვედების მიხედვით, პლანეტაზე, ჩვენს ცივილიზაციამდე, 24 ცივილიზაცია უკვე არსებობდა... ქვემოთ მოცემულ ტექსტში, შესაძლებელია ქრონოლოგია ზუსტი არ იყოს. ამიტომ, რთული სათქმელია, რეალურად, როდის გამოჩნდა პირველი ადამიანი დედამიწაზე. მაგრამ, ყველაზე უძველესი ძვალი, რომელიც ადამიანს ეკუთვნოდა, 185 მლნ. წლის კვარციტში იყო განამარხებული. ეს აღმოჩენა ამერიკის ტერიტორიაზე, საუკუნე ნახევრის წინ იყო გაკეთებულ. შედარებით ახალი აღმოჩენებიდან, აღსანიშნავია 2007 წლის დასაწყისში, ბრიტანელი პალეონტოლოგების მიერ, გობის უდაბნოში, 45 მლნ. წლის ასაკის ქანებში, ნაპოვნი ადამიანის ჩონჩხია. გაგრძელება >>>
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |