x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა გოგონა ექვსჯერ გააუპატიურა და დანაშაული სარეცხის მანქანით დაუმტკიცეს
imageსამხრეთ კორეაში 24 წლის ახალგაზრდას გოგონა დაატყვევებული ჰყავდა და თან აუპატიურებდა.ის სარეცხი მანქანის წყალობით გამოიჭირეს. ამის შესახებ The Korea Times იტყობინება.



მსხვერპლის თქმით, მან ერთხელაც ბოიფრენდის ტელეფონში იპოვა შიშველი ქალების ფოტოები. ამის შემდეგ მასთან დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ ბიჭმა არ გაუშვა და სახლში გამოამწყვდია.

გოგონამ პოლიციას განუცხადა, რომ 2024 წლის მარტიდან აპრილამდე მის ბოიფრენს ის სახლში ჰყავდა გამომწყვდეული, რა დროსაც ექვსჯერ მაინც გააუპატიურა.


თავდაპირველად მამაკაცმა უარყო ყველა ბრალდება, პოლიციამ კი გოგონას სიტყვების დამადასტურებელი ნივთიერი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა. თუმცა, პოლიციამ გადაწყვიტა იმ სახლიდან, სადაც წყვილი ცხოვრობდა, დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები ამოეღი. ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანდა სარეცხი მანქანა, ხოლო კარის ანარეკლიდან სექსუალური ძალადობის ამსახველი ფაქტი ფიქსირდებოდა.


ბრალის წარდგენის დროს მამაკაცი მანამდე სხვა საქმეზე იყო გასამართლებული., 2022 წელს მან გააუპატიურა ყოფილი პარტნიორი და დაემუქრა მათი ინტიმური ვიდეოების ინტერნეტში გამოქვეყნებით.


მამაკაცს არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაშიც ედებოდა ბრალი. მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სექსუალურ მოძალადეს კიდევ შვიდი წელი მოუწევს ფეხზე ელექტრონული სამაჯურის ტარება და ასევე ვერ შეძლებს ბავშვებთან და ინვალიდებთან მუშაობას.

0
236
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...