x
მეტი
  • 04.10.2024
  • სტატია:137432
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511361
ჩააბარებენ თუ არა საატესტატო გამოცდებს მეთორმეტე კლასელები

imageაბიტურიენტების, მასწავლებლებისა თუ ზოგადად საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით განათლების სამინისტო ავრცელებს განცხადებას. “ახალი მოდელით მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

ამასთან, მე-11 კლასის მოსწავლე, ამა თუ იმ საგანში წარუმატებლობის მიუხედავად, შეუფერხებლად აგრძელებს სწავლას მომდევნო კლასში და აღნიშნული საგნის გამოცდას დამატებით აბარებს სასწავლო წლის ბოლოს.
2012-2013 სასწავლო წლის დასასრულს, გამონაკლისის სახით, მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს ცენტრალიზებულად არ ჩააბარებენ.

მოსწავლეები, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წელს მეთერთმეტე კლასში სწავლობენ, გამოცდებს, ასევე გამონაკლისის სახით, არა მაისში, არამედ მომდევნო სასწავლო წლის ოქტომბერში ჩააბარებენ. შესაბამისად, მათ ოპტიმალური დრო ექნებათ გამოცდებისათვის მოსამზადებლად.

სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, ყოველწლიურად გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მიზნით, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ტრადიციულად, ივლისის თვეში ჩააბარებენ.

ვუსურვებ წარმატებას ყველა აბიტურიენტს!

0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანუ_ნანუ
ნანუ_ნანუ
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0