ქალი და მამაკაცი ნიკა ბიწაძის ბიოგრაფია 2012, 29 ოქტომბერი, 17:49 ნიკა ბიწაძე "PAJO" დავიბადე ქ.ქუთაისში 1992 წლის 4 ივნისს, აქვე დავამთავრე 12 კლასი, ამჟამად სწავლას ვაგრძელებ მენეჯერთა სასწავლებელში, პროგრამისტის პროფესიაზე. რეპს ვუსმენ ზუსტად6 წლიდან, კარგად მახსოვს პირველად მოვუსმინე ძებნილების და შავი პრინცის სიმღერას "ჩემი ძმები" ძალიან მომეწონა და დიდი დაინტერესება გამოიწვია მუსიკის ამ მიმდინარეობამ ჩემში. ამის შემდეგ სულ ვუსმენდი ამ მიმდინარეობას შემდეგ ძალიან ვუსმენდი უცხოელ შემსრულებლებს კერძოდ: 2pac, big notarious, method man, busta rhymes, krs_one, cypress hill, და ა.შ. მინდოდა მეც ჩამეწერა ჩემი საკუთარი სიმღერები, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოვახერხე, როდესაც შევძელი ცოტა მოგვიანებით 17 წლის ასაკიდან დავიწყე სიმღერების ჩაწერა, გავიცანი რეპერები და ისინი დამეხმარნენ ძალიან რითაც მათი უზომოდ მადლობელი ვარ . ისინი გახდნენ ჩემი სუკეთესო მეგობრები და ძმაკაცები კერძოდ:Quchia, Megrelo, Beberi, და ა.შ. ყველას ჩამოთვლა შორს წამიყვანს. ისინი დამეხმარნენ რომ რეპში ფეხი ამედგა, ჩავწერე რამოდენიმე სიმღერა და ხალხის მცირეოდენი სიყვარული და პატივისცემაც დავიმსახურე, არ ვაპირებ გაჩერებას ბოლომდე ვიქნები ამ სტილში და ჩემი ძმების თანადგომით და უფლის წყალობით ვიმედოვნებ რომ რამეს მივაღწევ და წინ წავალ ამ საქმით. 126 6-ს მოსწონს
|