ქალი და მამაკაცი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შესახებ 2012, 28 ოქტომბერი, 14:37 ბიძინა ივანიშვილი დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს საჩხერის რაიონ სოფელ ჭორვილაში ივანიშვილების მრავალშვილიან ოჯახში. მართალია ბიძინა ივანიშვილის მშობლებს მატერიალურად უჭირდათ, თუმცა, შვილებისთვის თბილი, მოსიყვარულე და, რაც მთავარია, თავისუფალი გარემოს შექმნა მაინც შეძლეს.
ბიძინა ივანიშვილმა საშუალო განათლება საჩხერის რაიონ სოფელ საირხის საშუალო სკოლაში მიიღო.
მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ბიძინა ივანიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო– ეკონომიუკურ ფაკულტეტზე ჩააბარა.
ბიძინა ივანიშილი სწავლის პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში დამლაგებლად და მუშად, რათა საკუთარი თავი ერჩინა და ოჯახს დახმარებოდა. ქარხანაში მუშაობისას დამოუკიდებლად აითვისა რთული პროფესია და მისი ხელფასიც საგრძნობლად გაიზარდა. ბიძინა ივანიშვილს შრომისმოყვარეობა, მონდომება, ნიჭიერება დაუფასდა და 1980 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში დაინიშნა უფროს ინჟინრად, მოგვიანებით კი- სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელად. ბიძინა ივანიშვილმა ცოდნის გაღრმავება და შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში ასპირანტურაზე სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. მან დაიცვა დისერტაცია თემაზე: მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი არმირებული მილების წარმოებით დაიწყო და კომპიუტერების ქსელური გაყიდვებით განგრძო. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ბიძინა ივანიშვილი 21 წლის წინ დაქორწინდა ეკატერინე ხვედელიძეზე, რომელიც მისი ცხოვრების მთავარი თანამგზავრი, მეგობარი და მხარდამჭერი გახდა. ივანიშვილების ოჯახს პირველი ვაჟი– უტა ივანიშვილი შეეძინა. დაიბადა მეორე ვაჟი– ბერა ივანიშვილი. ივანიშვილებს პირველი ქალიშვილი- გვანცა ივანიშვილი შეეძინათ. ოჯახის ყველაზე პატარა წევრის- ცოტნე ივანიშვილის დაბადება. 5797 6-ს მოსწონს
|