საზოგადოება „არცერთი ხელისუფლების ტელევიზიაში არ მიმუშავია.. თქვენ მასწავლით ბრძოლას?“ - დიანა ტრაპაიძე 27 მარტი, 11:18 ![]() . “მივულოცე და ყოველთვის მივულოცავ, მეტიც, მის წაყვანილ ინტერვიუებსაც ვუყურებ, როცა საინტერესო სტუმარია. ჟურნალისტების დიდი ნაწილი საერთოდ შეკითხვას აღარ სვამს. ოცი წელია მესმის რომ ბოლო ბრძოლაა და რა დროს კითხვის დასმაა. ჯერ ადამიანი გადაარჩინეთ თქვენში, მერე პროფესია და ქვეყანა თავისით გადარჩება. . თქვენ მართლა პროპაგანდისტებო, თან ყველა დროში. ვიცი რის გამოა ეს “დასჯა”. მაგათ შემუშავებულ მესიჯებს რომ არ ვტენი მაყურებელს და მაგათგან რომ ვერ ვისწავლე სასურველის რეალობად გასაღება. . არცერთი ხელისუფლების ტელევიზიაში არ მიმუშავია (რამდენიმე თვის გარდა, ვიდრე გამოვიქცეოდი) იმედიდან 2015 წელს წამოვედი, ოცნება თეთრ ცხენზე რომ იჯდა. თქვენ მასწავლით ბრძოლას? კეთილსინდისიერებას? სოლიდარობას?საერთოდ სხვაგან ვარ მეგობრებო, სხვა ლიგაში, ადამიანების. . რაც გინდათ მეძახეთ. თქვენ რომ მერჩით ძალა მემატება. მხოლოდ ის მასუსტებს ჩემი მეგობრები რომ ღელავენ და ჩემი დაცვის გამო ტალახს ესვრით". - წერს დიანა ტრაპაიძე. . გიგა ბოკერიას მეუღლე, ტაბულას და პარტია ფედერალისტების დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი იმ რადიკალებს პასუხობს, რომლებიც დიანა ტრაპაიძეს აბულინგებენ თამთა სანიკიძისთვის დაბადების დღის მილოცვის გამო. ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთები ყველა დიანები არიან. გთავაზობთ მის ფეისბუქ სტატუსს: . “ვინც დიანას აგინებს, მათი დიდიუმრავლესობაც დიანები ხართ და ღირებულებებს და პრინციპებს თქვენც პირადად თქვენთან მოქცევით ზომავთ. . თუ შენ "კარგად გექცევა", კაია. თუ შენ "ცუდად გექცევა" - ცუდი. (ამიტომ არ რცხვენია არცერთს უსაქციელობის საბაბად რომ "ჩერგო მლანძღავს" იძახის - ვერ ხვდებიან რომ ჟღვლინტების ჭამაზე დიდი სირცხვილია, ეს ჰგონიათ TAVMOKVAREOBA მათ ყანაში). . ამიტომ "გლანძღავთ ჩერგო" არარაობებად გხედავთ, რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი მიზნები არ გაგაჩნიათ და სულ რომ ხმა არ ამოვიღო, მაინც კლასობრივი დაპირისპირება გაქვთ ჩემთან. ანუ ერთნაირი პირველყოფილები ხართ და ნუ ხმაურობთ - შევწუხდი. . მასლოუს პირამიდაზე მაღლა რომ დაიძვრებით, რეალიზდებით და საკუთარ თავზე დიდ ამოცანებს შეეჭიდებით, მერე გეშველებათ"- წერს თამარა ჩერგოლეიშვილი. . დიანა ტრაპაიძის დაბულინგება თავდაპირველად ბაია პატარაიამ დაიწყო, შემდეგ აჰყვა სააკაშვილის მეხოტბე მეგი გოცირიძე. . "დიანა ტრაპაიძეს ვულოცავ რუსი პროპაგანდონშა მაგდა სიმონიანის დაბადების დღეს" - წერდა გოცირიძე. 120 შეფასება არ არის
|