x
image
ლურჯი თოლია
5 ქართველი ვარსკვლავური წყვილი გახმაურებული განქორწინებით

image

მსახიობები ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი ერთმანეთს სტუდენტობიდან იცნობდნენ, მათი სასიყვარულო ურთიერთობა ფილმის, "გასეირნება ყარაბაღში 2"-ის შემდეგ დაიწყო და 2010 წელს ჯვარი ყველასგან მალულად, ბათუმში დაიწერეს. მათი თანაცხოვრება 2016 წელს დასრულდა.

ილო ბეროშვილი და ჟურნალისტი ნელი აგირბა ტელე-ეკრანებზე ერთდროულად გამოჩნდნენ. მათ ერთად ბევრი სირთულე გადაიტანეს, მაგრამ ბოლოს მაინც დაშორდნენ. მიზეზი ილოს ღალატი იყო.

გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას რომანი სკანდალით დაიწყო. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას ერთმაც მიატოვა შეყვარებული და მეორემაც. მალევე დაქორწინდნენ თუმცა ქორწინება სკანდალურად დასრულდა.

მომღერალი მარიამ როინიშვილი და მსახიობი გიორგი მახარაძე ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ როცა იქორწინეს. მათ გოგონა შეეძინათ. წყვილის ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. განქორწინებას კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.

კრისტი ყიფშიძე და გიორგი ყიფშიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი იყო საქართველოში. ერთმანეთს გიორგისა და ია სუხიტაშვილის რომანის გამო დაშორდნენ. ია სუხიტაშვილი ამაზე თამამად ლაპარაკობდა, არ მალავდა, რომ ყიფშიძეების ოჯახი მის გამო დაინგრა.

0
334
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...