ყველას გვაინტერესებდა როგორ, რა გზით, საერთოდ ჩატარდებოდა თუ არა საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები. ამ კითხვებს პასუხი გაეცა.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, პედაგოგებისა თუ ზოგადად, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ უმოკლეს ვადაში შეიმუშავა სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელი. ეს მოდელი ბევრს შესაძლოა არ მოეწონოს რადგან არ გაამართლა გარკვეული მოლოდინები.საატესტატო გამოცდები არ მოხსნილა!
მომავალი წლიდან ახალი მოდელით მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიისგამოცდის ჩაბარება მოუწევთ. თუმცა წარუმარტებლობის შემთხვევაში მე-11 კლასის მოსწავლე, წარუმატებლობის შემთხვევაში, შეუფერხებლად აგრძელებს სწავლას მომდევნო კლასში და აღნიშნული საგნის გამოცდას დამატებით აბარებს სასწავლო წლის ბოლოს.
ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც რომ მოსწავლეები, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წელს მეთერთმეტე კლასში სწავლობენ, გამოცდებს, გამონაკლისის სახით, არა მაისში, არამედ მომდევნო სასწავლო წლის ოქტომბერში ჩააბარებენ.
სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს, გამოცდები კომპიუტერულად, ცენტრის მიერ შემუშავებული ე.წ. CAT-ის მოდელით ჩატარდება.
რაც შეეხება 2012-2013 სასწავლო წელს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი წელს მე-12 კლასელებს გამოცდებს ვერ ჩაუტარებს, ეს გამოცდები ჩატარდება სკოლაში, სკოლის დირექციის მიერ!