საზოგადოება რატომ დააყადაღეს ნანუკას ფონდი ?? 17 მარტი, 16:29 ![]()
"ნანუკას ფონდი დააყადაღეს. დეტალები უცნობია, მიზეზებს ვარკვევ", - დაწერა დაახლოებით ერთი საათის წინ ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქზე".
მოგვიანებით ტელეწამყვანმა განმარტა, რომ დაყადაღება საქალაქო სასამართლომ მოითხოვა: "დაყადაღებულია დაუყონებლივი მექანიზმით"... სააღსრულებო ბიუროს ფონდის დაყადაღება არ მოუთხოვია. როგორც ირკვევა, აღსრულების ბიუროს გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება. დაყადაღებულია სხვა ფონდებიც: prosperitygeorgia.org - ნიკა გილაურის ფონდი; Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ფონდები ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ. ბოლო ინფორმაციით, ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ. ამ ეტაპზე, პროკურატურას განცხადება არ გაუკეთებია. 127 1-ს მოსწონს
|