სხვა გახსოვთ ანეკდოტი ინჟინერზე, რომელმაც ერთი ხრახნის მოჭერაზე 10 000 დოლარი მოითხოვა? 17 მარტი, 15:54
☆☆☆ არა და მსგავსი ისტორია რეალურად მოხდა .იყო ძალზე ცნობილი ინჟინერი სახელად ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი (1865-1923). ერთ დღესაც მისი გზა თავად ჰენრი ფორდთან გადაიკვეთა. Ford's River Rouge-ის ქარხანაში ტექნიკური პრობლემა შეიქმნა დიდ გენერატორს და ქარხნის ელექტრო ინჟინრებმა ვერ გაარკვიეს, რა იყო დაზიანებული.
☆☆☆ ფორდმა პირადად მიმართა შტეინმეცს დახმარებისთვის. როდესაც „პატარა გიგანტი“ ქარხანაში მივიდა, ყოველგვარ დახმარებაზე უარი თქვა და რვეული, კალამი და საწოლი მოსთხოვა. მან ორი დღე და ღამე გაატარა ქარხანაში, უსმენდა გენერატორის ხმაურს და აწარმოებდა უთვალავ კომპლექსურ გამოთვლებს.
☆☆☆ მესამე დღეს მოულოდნელად მოითხოვა, რომ კიბე, რულეტი და ცარცი მოეტანათ. დიდი გაჭირვებით (მისი კუზის და მხრის დისპლაზიის გათვალისწინებით), ის ავიდა კიბეზე, სანამ გენერატორს თავში არ მოექცა. მან რულეტით გადაზომა უზარმაზარი აპარატის ზედაპირი ზუსტი წერტილი და ცარცით მონიშნა. ☆☆☆ შემდეგ კიბით დაეშვა და აცნობა მის გარშემო მყოფ სკეპტიკურად განწყობილ ინჟინერებს, რომ მათ მოუწევდათ გვერდითი ფირფიტის მოხსნა, გენერატორის კოჭის დაშლა და მავთულის 16 ხვეულის დაშლა, დაწყებული სწორედ იმ ადგილიდან, სადაც მან ცარცით ნიშანი დადო. ☆☆☆ შეკეთების შემდეგ, ინჟინრების გასაოცრად, გენერატორი კვლავ იდეალურად ამუშავდა.
☆☆☆ ჰენრი ფორდი აღფრთოვანებული იყო მანამ, სანამ General Electric -ისგან 10 000 დოლარის ოდენობის ანგარიში არ მიუვიდა, მან დააფასა ბრწყინვალე ევროპელი ინჟინრის მიერ შესრულებული შესანიშნავი სამუშაო, მაგრამ პატივისცემით სთხოვა შესრულებული სამუშაოს შესახებ უფრო დეტალური ანგარიში, რადგან 10 000 დოლარი იმ დროს იყო ასტრონომიული თანხა.
☆☆☆ შტაინმეცმა დააკმაყოფილა მოთხოვნა და ანგარიშში დაამატა შემდეგი ინფორმაცია: - ცარცით დადებული ნიშანი გენერატორზე - $1; - იცის სად უნდა მონიშნო - 9999$; - სულ გადასახდელი: 10000 აშშ დოლარი. ანგარიში გადაიხადეს. ჩუმად, პროტესტის გარეშე და შემდგომი შეფერხების გარეშე.
ეს ამბავი პირველად მოხსენიებულია ჟურნალ Life-ის რედაქტორის ჯეკ ბ. სკოტის მიერ, რომელიც გამოქვეყნდა 1965 წლის 14 მაისს. ☆☆☆ შტეინმეცი, რომელის სიმაღლე მხოლოდ 130 სმ იყო, დიდი ინჟინერი და მეცნიერი გახლდათ. თუმცა თანხა რეალურად 10 ათასი, არამედ ათასი დოლარი იყო, რომელიც ასევე არც თუ ისე მცირე თანხა იყო იმ დროს. ☆☆☆ ალბერტ აინშტაინი, ნიკოლა ტესლა და თომას ედისონი მისი მეგობრები იყვნენ და მისმა წვლილმა მათემატიკასა და ელექტრო ინჟინერიაში ის გახადა თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და პატივსაცემ ადამიანად. 527 3-ს მოსწონს
|