საზოგადოებრივი სტალინის სიკვდილის შემდეგ, ბელადის საიდუმლო ოთახები აღმოაჩინეს 19 მარტი, 9:03 სტალინი კრემლის ბოლო "ბინადარი" იყო – იქ საბჭოთა ხელისუფლების არცერთ ლიდერს აღარ უცხოვრია. ხოლო, ბელადის სიკვდილის შემდეგ, მუშებმა მისი ბინის იატაკი აყარეს და კედლები შეამოწმეს... და მათ მიერ გაკეთებული არაერთი აღმოჩენა, ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს. სტალინის "მიწისქვეშა იმპერიის“ მნიშვნელოვანი ელემენტი სათვალთვალო სისტემა იყო. ისტორიული წყაროების მიხედვით, 1992 წ. სენატის შენობის რეკონსტრუქციის დროს, მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს, ორი ვერტიკალური გადასასვლელით (ერთგვარი ოთახებით), რომელიც ღრმა მიწისქვეშეთში ჩადიოდა. მაშინვე გაჩნდა კითხვები, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აშენდა და რატომ არ იყო აღნიშნული გვირაბები, არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში? გადმოცემით, 9 მ–ის სიღრმის გვირაბები, აგურის კედლებში, ჯერ კიდევ 1934 წ. გაიყვანეს. ხოლო შემდეგ, შენიღბეს და სრულიად შეუმჩნეველი გახადეს. "საიდუმლო ოთახების სიღრმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სტალინმა ახალგაზრდობის გახსენება გადაწყვიტა და ისევ იატაკქვეშეთში გადავიდა", – გვირაბის აღმოჩენის შემდეგ, ხუმრობდნენ ისტორიკოსები. თუმცა, გადასასვლელების ზუსტი დანიშნულება, რომელიც მიწისქვეშა ტექნიკურ ოთახებისკენ მიდიოდა და პირდაპირი გასასვლელი სსრ კავშირის ლიდერის სამუშაო კაბინეტში არ ჰქონდა, ვერ გაარკვიეს. ძირითადად, სამი ვერსია განიხილებოდა: I. ამ გზით, თავდასხმის შემთხვევაში, ბელადის სასწრაფო ევაკუაცია იყო შესაძლებელი. II. ზოგიერთი თვლიდა, რომ სათავსოები, მაღალჩინოსნებთან ფარული შეხვედრებისთვის გამოიყენებოდა. III ვერსიით კი, იდუმალი გადასასვლელები, საინჟინრო საჭიროებისთვის იყო და ტექნიკური კომუნიკაციების ნაწილს წარმოადგენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის ქვეშ, თავშესაფრების და ბუნკერების მთელი ქსელი მდებარეობდა, რომელიც სსრკ-ს ლიდერების გადასარჩენად იყო შექმნილი. მაგ., ყველასთვის ცნობილი, ობიექტი No1 – ეს შთამბეჭდავი ორსართულიანი რკინა–ბეტონის თავშესაფარია, რომელიც 35 მ. სიღრმეზე, პირდაპირ კრემლის ქვეშ მდებარეობს. ომის დასაწყისში, ლიდერები, პერიოდულად, სწორედ ამ ბუნკერში იმყოფებოდნენ. თუმცა, როგორც კრემლის ისტორიკოსი სერგეი დევიატოვი ამბობდა, ბელადის ბინა კრემლში, ხშირად, ცარიელი იყო. 30–იანი წლებიდან მოყოლებული, სტალინი, ძირითადად, მოსკოვის გარეუბანში მდებარე, აგარაკზე ცხოვრობდა და მუშაობდა, რომელიც კრემლიდან, სულ რაღაც, 9 კმ–ით იყო დაშორებული და ამ გზას, ავტომობილი, 10 წუთში ფარავდა. რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ლიდერის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა არ გაჭირდებოდა. არხის სხვა სიახლეები:* 10 ნივთი წარსულიდან, რომლის დანიშნულება რთული გამოსაცნობია* რომაული არტეფაქტები ამერიკის კონტინენტზე – ვინ აღმოაჩინა სინამდვილეში ამერიკა?* რა მოიპარეს სტალინის კუბოდან?* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?793 1-ს მოსწონს
|