მსოფლიო XX საუკუნის უდიდესი ჯაშუშური სკანდალი ანუ როგორ ავიცილოთ თავიდან ბირთვული კატასტროფა-BBC -ის დოკუმენტური ფილმი 14 მარტი, 18:06 ![]() ეს არის ისტორია ცივი ომის გარდამტეხ პერიოდზე, რომელზეც არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ინკოგნიტო პირებიც მოგვითხრობენ. როგორ ცდილობდნენ უპირატესობა მოეპოვებინათ და როგორ იდგა მსოფლიო იდგა ბირთვული ომის ზღვარზე-ეს მათი ისტორიებია, მათივე სიტყვებით მოთხრობილი. წლების განმავლობაში ინტერვიუებიდან მიღებული მტკიცებულებები, სადაც გვიყვებიან აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბრძოლის ეპიცენტრში გამართულ საშიშ ინტრიგებზე თავი I: პარანოია საბჭოთა კავშირისთვის 1980-იანი წლების დასაწყისი სახიფათო დრო იყო - ცივი ომი თითქმის 40 წელი გაგრძელდა. ეკონომიკა კრიტიკულ ზღვარზეა. მოულოდნელად ავღანეთის ომი ჭიანურდება. კომუნიზმის მხარდაჭერა იკლებს. საბჭოთა ხელმძღვანელობა ლეონიდ ბრეჟნევის მეთაურობით ბირთვულ იარაღს იმარაგებს, რათა დასავლეთს ძალა აჩვენოს. თავი II: მოღალატეები ცივი ომი საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის გადადის მწვავე ფაზაში, სადაც ორივე მხარე სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება ერთმანეთისთვის. მაგრამ კულისებში კიდევ ერთი ბრძოლა მიმდინარეობს. ამერიკაში, CIA ქმნის თავის ქსელს, რათა კგბ-ს აგენტები გადმოიბიროს და რომლებიც მზად არიან გახდნენ მოღალატეები. საბჭოთა აგენტი, რომელიც ფარულად მუშაობს ბრიტანეთისთვის, მოულოდნელად ხდება მშვიდობის შენარჩუნების მთავარი აქტივი. თავი III: ოპერაცია Pimlico ბრიტანეთზე მომუშავე საბჭოთა ჯაშუში გამოვლინდა. ახლა ბრიტანელმა აგენტებმა ის სსრკ-დან უნდა გაიყვანონ, რათა გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნან. მისი დაზვერვის მონაცემები დაეხმარა ბრიტანეთს გორბაჩოვთან ნდობის მოპოვებაში . მაგრამ თუ ამბიციური გეგმა ჩაიფუშება, ორივე მხარე შეიძლება დაუბრუნდეს ძველ, სახიფათო მტრობას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ლიცენზირების შეზღუდვის გამო, ფილმები ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. 103 2-ს მოსწონს
|