x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
7 ფილმი, რომელმაც მაყურებელს კინოთეატრიდან გაქცევა აიძულა

image



ოდესმე კინოთეატრიდან გაქცევა თუ მოგიწიათ? თუ არა, მაშინ ეს ფილმები თქვენ ნანახი ნამდვილად არ გექნებათ. წარმოგიდგენთ 7 კინოფილმს, რამელმაც წარმოუდგენელი სისასტიკის გამო მაყურებელს კინოდარბაზი დაატოვებინა.


"ეშმაკის განმდევნელი" ("ეგზორცისტი"), 1973 წელი


image


რეჟისორ უილიამ ფრიდკინის მიერ გადაღებული ეს საშინელებათა ჟანრის ფილმი ეშმაკით შეპყრობილ ქალზე მოგვითხრობს. კინოსურათის ზოგიერთი კადრი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მაყურებელთა უმრავლესობა უბრალოდ დარბაზიდან გაიქცა, ხოლო ერთ - ერთ ქალს შიშისგან გულიც კი შეუწუხდა.



"ალქაჯი ბლერიდან", 1999 წელი


image



მთელი ფილმი ჩვეულებრივი, არაპროფესიონალური კამერით არის გადაღებული, რამაც ნამუშევარს კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე შესძინა. ფილმში, რეჟისორების დენიელ მირიკისა და ედუარდო სანჩეზის რეალისტური კადრების სიუხვემ მაყურებელში ღებინების რეფლექსი გამოიწვია. კინოთეატრის შეწუხებული თანამშრომლები იძულებულები გახდნენ მაყურებელი წინასწარ გაეფრთხილებინათ, რომ გულისრევის შეგრძნების შემთხვევაში დარბაზი დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ.


"127 საათი", 2010 წელი


image



რეჟისორ, დენი ბოილის მიერ გადაღებული ეს კინოსურათი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და იმ მთამსვლელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრილი იძულებულია გადარჩენისთვის ხელი ბლაგვი დანით თავადვე მოიჭრას. ამპუტაციის ეს სცენა ფილმში იმდენად რეალურად იყო ასახული, რომ ზოგიერთ მაყურებელს სასწრაფოს გამოძახებაც კი დასჭირდა.


"ცოფიანი ძაღლები", 1992 წელი


image



"ცოფიანი ძაღლები" - კლასიკური ტარანტინოსეული კინოა, რომელიც ძალადობითა და სისხლით არის სავსეა, თუმცა ყურის მოჭრის სცენა, იმდენად საშინელი სანახავი იყო, რომ საშინელებათა ფილმების ლეგენდარული რეჟისორი უეს კრეივენი (ალბათ, კარგად გახსოვთ მისი ცნობილი ფილმი - "საშინელება თელების ქუჩაზე") რომელიც კინოჩვენებას ესწრებოდა იძულებული გახდა კინოდარბაზი დაეტოვებინა.



"მახინჯები", 1932 წელი


image



ამერიკელი რეჟისორის, ტოდ ბრაუნინგის კინოსურათი - "მახინჯები", რომელიც ცირკის მსახიობების კულისებს მიღმა ცხოვრებაზე მოგვითხრობდა, კლასიკურ საშინელებათა ჟანრის ფილმს ნამდვილდ არ განეკუთვნება, თუმცა მაყურებელთა გაღიაზიანება მთავარმა მოქმედმა გმირებმა გამოიწვიეს, აუდიტორია ეკრანზე ამდენი "მახინჯის" ერთად ნახვისთვის მზად არ აღმოჩნდა.



"შეუქცევადი", 2002 წელი


image



მართალია, ფილმი ძალადობის სცენებით სავსეა, თუმცა მაყურებელთა მიერ კინოდარბაზის დატოვების მიზეზი ეს ფაქტი არ გამხდარა. საქმე იმაშია, რომ რეჟისორმა ფილმის გადაღებისას სპეციალური ინფრაბგერა გამოიყენა, რომლის გარჩევაც ადამიანის ყურს პირველი 30 წუთის განმავლობაში არ შეუძლია, თუმცა ის უსაფუძვლო შიშსა და ვიბრაციას იწვევს, რომელიც მიწისძვრით გამოწვეული შეგრძნების ანალოგია. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დარბაზში პანიკა.





"მახინჯი ციხესიმაგრეში", 1995 წელი



image


კლასიკური სიუჟეტი: ერთი, რიგითი ამერიკული ოჯახი მოულოდნელად გებულობს, რომ იტალიაში მდებარე მე -12 საუკუნის ციხესიმაგრე მემკვიდრეობით გადაეცემათ, სადაც ოჯახი სახლდება კიდეც, თუმცა რეჟისორ სტიუარტ გორდონის კინოსურათი სისასტიკის წარმოუდგენელ მასშტაბებს სწორედ მაშინ აღწევს, როდესაც ციხე - კოშკის ბინადარი - მონსტრი ერთმანეთის მიყოლებით ოჯახის თოთოეული წევრის ჭამას იწყებს, სწორედ ეს ჭამის სცენები იმდენად რეალურად იყო გადაღებული რომ მაყურებელთა უმრავლესობამ ფილმის ნახვა ბოლომდე ვერ შეძლო და შუა ჩვენებიდან გაიქცა.








0
226
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
226
Loading...