ისტორია რა ხდება აქ? -მეორე მსოფლიო ომი (ნაწილი XXVIII) დღეს, 15:33 თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე, დროში მოგზაურობა-7 ფოტოს ისტორია ნაწილი XXVIII
ნაბახუსევი კაპიტანი ლუის ნიქსონი, წინა დღეს აღნიშნა გამარჯვების დღე ჰიტლერის "არწივის ბუდეში", 1945 წ. "არწივის ბუდეში" 10000 ბოთლი ალკოჰოლის კოლექცია ინახებოდა: ღვინო, შამპანური სა ა.შ. მთელ ამ კოლექციას წლების განმავლობაში აგროვებდა ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, ჰერმან გერინგი. ![]() სპილო ძმები ამარების ცირკიდან გუთანზე შებმული, ოკუპირებულ საფრანგეთში, 1941 წელი. ძლევამოსილი და ინტელექტუალური ცირკის სპილოები, რომელთა სიძლიერე რამდენიმე ცხენის ძალის ტოლფასია, მინდორში მუშაობდნენ. ამ ცხოველებს იყენებდნენ მიწის ხვნაში, თივის ზვინების, ურმებით საბრძოლო მასალისა და სხვა მარაგის გადასაზიდან. ![]() ლიბენსკის ხიდი, პრაღა, 1942 წლის ივლისი. გერმანელები აგროვებდნენ ეკლესიის ზარებს მთელი ოკუპირებული ქვეყნიდან, რათა გადაადნონ და გამოიყენონ სამხედრო მიზნებისთვის. ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში მთელი ოკუპაციის განმავლობაში 43 776 ზარი ჩამოხსნეს და გადაადნეს. ![]() სადილობა სახლში, ომისშემდგომ ვარშავაში, 1945 წელი. ფოტო კარგად გადმოსცემს ომის შემდეგ განადგურებული ქალაქის ატმოსფეროს. ![]() პოლონეთში მცხოვრები ეთნიკური გერმანელები გერმანელ ჯარისკაცებს ესალმებიან და ჯარისკაცებს რაღაც გემრიელი საკვებით უმასპინძლდებიან. 1939 წლის სექტემბერი. ![]() ![]() ვარშავის გეტოში შიმშილით მომაკვდავი ქალი წევს ასფალტზე. ფოტო გადაიღო გერმანელმა ჯარისკაცმა ჰაინც ჰოესტმა პოლონეთში 1941 წელს. 1940 წლის ნოემბერში გერმანიის საოკუპაციო ხელისუფლებამ შექმნა ვარშავის გეტო, ყველაზე დიდი ებრაული გეტო ევროპაში. იგი გახდა 400 000-ზე მეტი ადამიანის სატუსაღო, რომელთა უმეტესობა უკიდურეს სიღარიბეში და შიმშილში ცხოვრობდა. გეტო გადატვირთული იყო, საკვები შეზღუდული მარაგით მიეწოდებოდათ. ებრაელებს დღეში მხოლოდ 184 კალორიას აძლევდნენ (შეადარეთ:გერმანელებს 2400-ს). ისეთი დაავადებები, როგორიცაა ტიფი და დისტროფია ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მხოლოდ გეტოს არსებობის პირველ ორ წელიწადში დაახლოებით 100 000 ადამიანი დაიღუპა შიმშილით და დაავადებებით. ![]() წინა ნაწილების სანახავად მიყევით <ამ ბმულს>150 2-ს მოსწონს
|