პოლიტიკა რით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან მონობა ძველ რომში და ამერიკაში? დღეს, 11:05 ![]() ორივეგან მონები ითვლებოდნენ მხოლოდ „მოლაპარაკე იარაღად“. მაგრამ არის ნიუანსი. ძველ დროში მონობა საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ეს მხოლოდ ძველ რომს არ ეხება, გარკვეულწილად ასე იყო თითქმის ყველა ქვეყანაში. უბრალოდ რომი კანონიკური მაგალითია. მსგავსი რამის გამეორება ევროპელმა კოლონისტებმა დღევანდელი აშშ-ის ტერიტორიაზეც შეძლეს, თუმცა იყო რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება. რომში, ადამიანი მონა ხდებოდა ომში ტყვედ ჩავარდნის, მონა-ქალისგან გაჩენის ან სხვა ნაკლებად ბედნიერი გარემოებების გამო. მაგრამ საკუთარი თავის გათავისუფლებაც შეეძლო – ასეთ ადამიანებს ლიბერტინებს, ანუ განთავისუფლებულებს ეძახდნენ. ისინი ხშირად იკავებდნენ სახელმწიფოში უმაღლეს თანამდებობებს. მაგალითად, იმპერატორ კლავდიუსის კანცელარიას განთავისუფლებული მონა მართავდა, ხოლო მისი კოლეგა სტატუსით იყო პრინცეპსის(პირველი სენატორის) ფინანსური მრჩეველი. ![]() რომაელ მონებში სხვადასახვა რასის წამრომადგენლებს შეხვდებოდით, მაგალითად, ქერათმიან გერმანელს ან მუქი ფერის ეგვიპტელს. რომის მონებში არასოდეს ყოფილა რაიმე რასისტული კვეტექსტი. ასევე არსებობდა განათლებული მონების ფენა – მასწავლებლები, ექიმები, მწიგნობრები და სხვა. ეს ძალიან ძვირი ღირდა და პატრონი მათ რაც შეიძლება უფრთხილდებოდა. ჯერ მათ შესყიდვაში ჩადებული მნიშვნელოვანი თანხის ამოღება და შემდეგ კარგი მოგების მოტანა შეეძლო. ![]() ![]() ზოგადად, ძველ რომში ბევრი მონა იყო, მაგრამ ისინი განსხვავდებოდნენ ცხოვრების პირობებით. ![]() მაგრამ ამერიკაში სხვაგვარად იყო, აფრიკიდან შავკანიანები მასობრივად ჩამოჰყავდათ მხოლოდ ერთი მიზნით - სამხრეთის პლანტაციებზე სამუშაოდ. ![]() მოგვიანებით დაიწყეს მათი შინამოსამსახურედ გამოყენება, მაგრამ თავდაპირველად მათ მხოლოდ მინდორში სამუშაოდ იყენებდნენ . მათ შორის არც მეცნიერები იყვნენ და არც ექიმები. იმ დროს ალბათ თავადაც ხვდებით, რომ აფრიკაში ზოგადად სწავლის მხრივ სიტუაცია კატასტოფული იყო. ![]() მაშინაც კი, თუ მონას გაანთავისუფლებდნენ - რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, საკმაოდ იშვიათი იყო - ის არასოდეს ხდებოდა სრულყოფილი ამერიკის მოქალაქე. ![]() ![]() 83 4-ს მოსწონს
|