x
მეტი
  • 12.03.2025
  • სტატია:140886
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513715
ქალმა შეწვა და შეჭამა მოძალადის გული და პენისი
image

ბრაზილიაში ქალმა უსახლკარო მამაკაცზე შურისძიება გადაწყვიტა.



ბრაზილიაში 65 წლის ქალმა აღიარა, (მთავარ ფოტოზე)რომ უსახლკარო მამაკაცი მოკლა. ამის შესახებ გამოცემა G1 წერს.



60 წლის სელსო მარკეს ფერეირას გვამი პოლიციამ სან-პაულოს სანაპიროზე იპოვა. მიცვალებულს გული და პენისი აკლდა.



image

მოკლული მამაკაცის გვერდით, ბალახებში სისხლით მოთხვრილი ხელნაკეთი დანა ეგდო, იქვე იპოვეს ქაღალდის ნაგლეჯი მინაწერით : „გრინგამ მოძალადე დაიჭირა“.

image

ფერეირას ქალიშვილმა განაცხადა, რომ მამამისი ლოთი და ნარკომანი იყო და 15 წელზე მეტია ქუჩაში ცხოვრობდა.

სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ჯოზეფა ლიმა დე სოუზა მას ადგილობრივები მეტსახელი "გრინგა"-თი იცნობდნენ. დაკითხვისას ლიმა დე სოუზა ამტკიცებდა, რომ ფერეირა თითქოს ბავშვებს აუპატიურებდა, ამიტომ გადაწყვიტა შურისძიება მასზე. მან თქვა, რომ მამაკაცს პენისი მოაჭრა გული ამოკვეთა, შეწვა და შეჭამა.


ლიმა დე სოუზა 41 წლის რობსონ აპარეციდო დე ოლივეირასთან ერთად დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ ფერეირას ისიც მოკვლით დაემუქრა, პოლიციას მიაჩნია, რომ ის ქალის თანამზრახველია, თუმცა რობსონი უარყოფს ბრალდებას.


ჯერჯერობით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ფერეირა მართლაც ძალადობდა ბავშვებზე.


ადრე ვწერდით კანადელ ქალზე, რომელმაც სამ დღეში სამი ადამიანი მოკლა.

0
267
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0