x
როგორ გავიხშიროთ წარბები და წამწამები

imageწამწამები ქუთუთოსთან ერთად თვალებს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან (მტვერი, ტენი) იცავს. წამწამები ყველაზე ხანმოკლე თმაა ადამიანის სხეულზე, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 150-200 დღეა. ისინი მუდამ ცვივა, მაგრამ მათ ადგილზე ახალი ჩნდება. წამწამების ზრდა შეიძლება დაიირღვეს ქუთუთოს ანთებისას.
წარბები თვალებს შუბლიდან ჩამოსული ოფლისა და სხვა გაჭუჭყიანებისგან იცავს. თავზე თმასთან სედარებით, წამწამების თმა უფრო სქელია და ნელა იზრდება ქალებს უფრო თხელი აქვთ ვიდრე მამაკაცებს. მათ ზრდაზე უარყოფით გავლენას ახდენს კანის ზოგიერთი შიანაგანი დაავადება. მაგალითად, ფარისებური ფირკვლის ნორმალური ფუნქციის დაკარგვისას წარბები წვრილი, იშვიათი ხდება, ზოგჯერ ცვივა.

image

თვალებისა და სახის გაომეტყველება დამოკიდებულია წარბების ფორმაზე, მათ ფერსა და სიგრძეზე. წარბები არ უნდა იყოს მეტისმეტად შავი, ძლიერი გრძელი ან მოკლლე. წარბების ფორმა ხაზსს უნდა უსვამდეს ინდივიდუალობას და თვალების ფორმას ჰარმონიულად ეხამებოდეს.
image

წამწამებისა და წარბების მოვლის ხალხური საშუალებები:
ნუშის ზეთი წამწამებისა და წარბების ზრდას ასტიმულირებს. მაბის თხელი დისკი თბილ წყალშ დაასველეთ და მათზე დაიდეთ. ზემოდან პერგამენტის ქაღალდი დაიფარეთ, 10-15 ბინტით დააფიქსირეთ.
წამწამების ზრდისთვის გამოდგება ნებისმეირი ვიტამინიზირებული ზეთი - ქაცვის, სოჭის, აბუსალათინის, რომელსაც დამატებული ექნება რამდენიმე წვეთი A ვიტამინი ან სატფილოს წვენი.
რეკომენდირებულია წარბებზე წაისვათ შემდეგი შემადგენლობა : სელის ზეთი - 1\2 ჩაის კოვზი, აბუსალათინის ზეთი 10-15 წვეთი, ქაფურის ზეთი - 1-2 წვეთი. ეს ნარევი წარბების ზრდას ასტიმულირებს, ჩამოცვენას, გახუნებას, ქარისა და მზის არაკეთილსასურველი ზემოქმედებისგან იცავს.

0
5600
5-ს მოსწონს
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
5600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0