თავის მოვლა რჩევები სილამაზისთვის 2012, 29 აგვისტო, 14:46 სუნამო დიდხანს ინახავს არომატს იმ ადგილებში, სადაც კანი ნაზია: ყურის უკან და იქ, სადაც ვენები გადის: მაჯა და იდაყვის ნაღუნი. ამ ადგილებში კანი უფრო თბილია. ამიტომ სუნი რამდენიმე საათი ინახება. კანი რომ დაიცვათ, ხელებზე კრემის ხშირად წასმა არ დაგავიწყდეთ. ეცადეთ, თავად მოამზადოთ : 1სუფრის კოვზ გულყვითელასა და მრავალძარღვას ამდენივე რაოდენობის ნახევარი ჭიქა წყალი დაასხით, ნახევარი საათი ცეცხლზე წყლიან აბაზანაში ადუღეთ, შემდეგ გაფილტრეთ ნაყენს 1 ჩაის კოვზი თაფლი და და 50 გრამი ნაღების კარაქი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. ტუჩები ვიზუალურად რომ გადიდდეს, საჭიროა მათზე ჯერ ღია ფერის მბრწინავი პომადა წაისვათ. შემდეგ ფანქრის კონტური შემოივლეთ მათ ბუნებრივ ხაზზე ცოტა ზევით და სასურველი პომადა მხოლოდ ამის შემდეგ წაივით: ღია ფერი - ზედა ტუჩისთვის და უფრო მუქი - ქვედასთვის. ფერებში სხვაობის გასათანაბრებლად ტუჩებზე პუდრი წაისვით. სხვადასხვა კოსმეტიკური ფანქრის (ტუჩებისთვის ან თვალებისთვის) ვარგისიანობა 3 წელია.ფანქარს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხუფი, რომელიც მის წვერს სხვადასხვა ბაქტერიებისგან დაიცავს. თუ ფანქარს მუდამ იყენებთ, სასურველია, კვირაში ერთხელ წვერი წაუთალოთ, რათა მავნე ნივთიერებების დაგროვებები თავიდან აიცილოთ. 534 3-ს მოსწონს
|