საზოგადოება „რა ვერ გაიგეთ ფსევდო ლიბერალებმა, წააგეთ! ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ წააგო“ - არქიმანდრიტი ანთიმოზი გუშინ, 13:56 ![]() ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ წააგო. არა, კი ხვდება, უბრალოდ არ უნდათ რომ დაიჯერონ)))
არ დაიჯეროთ, მიხაილ როთი მოფრინავს თქვენ საშველად))))
. ელექტრონული სისტემის ეშმაკი
ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს, თან ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ძველი სისტემით და არა ელექტრონული აპარატებითო. თურმე აპარატში ეშმაკი ზის და როგორც უნდა არჩევნებს ისე აყალბებსო))))
ღმერთო შენ გვიშველე! ეს ელექტრონული აპარატები ამერიკის კომპანიის შექმნილია და ამერიკის ბევრ შტატში ამ აპარატურით ჩატარდა არჩევნები.
.
გამოდის, რომ თუ იქ ეშმაკი ზის ამერიკის უშიშროების შექმნილია და არჩევნებიც აშშ-ს გაუყალბებია საქართველოში)))
რა ეშმაკი?! რის ეშმაკი? სადაც დასანახია ეშმაკი იქ ვერ ხედავთ))) რა ვერ გაიგეთ?! ფსევდო ლიბერალებმა (ლგბტ) წააგეთ საქართველოში, წააგეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახლა ეს ტალღა ამერიკიდან ევროპის კონტინენტისკენ ცუნამივით მოემართება.
.
ყველა გიჟი არაა 800 000 ამომრჩევლიდან, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა. არა ბატონო, მაგრამ უღმერთო ლიბერალიზმის მიმდევრებს რომ მისცეს ხმა ცხადია. უბრალოდ უმეტესმა ''ოცნების'' საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა. ვხედავთ რომ ბევრნი არიან, ყოველ საღამოს 1000 გამოყავთ, მობილიზაცია თუ გამოაცხადეს 20 ათასსაც გამოიყვანენ. არ უნდათ დაიჯერონ, რომ მათ საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა მილიონ ასოციათასმა და არჩევნები რომ ჩატარდეს უფრო მაგრად წააგებენ, იმიტო რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა კონსერვატორია, ხოლო უმცირესობა ფსევდო-ლიბერასტი. ლიბერასტი ცუდი სიტყვა არ არის, ლიბერალიზმის მიმდევარს ნიშნავს.
.
მარიხუანის თუ ანაშის კანონი არ ვიცი, აი ელგებეტეს საწინააღმდეგო კანონი ვიცი, რომლითაც ''ოცნებამ'' არჩევნები მოიგო და როგორც სასულიერო პირმა ხმა ამიტომაც მივეცი. ოპოზიციამ წინასაარჩევნოდაც ვერ გაბედა ელგებეტე პრაიდის წინააღმდეგ წასვლა, რამეთუ როთის არ იყო, მათ უჭერდნენ მხარს და აფინანსებდნენ. მადლობა ღმერთს ამერიკაში დამარცხდნენ და ევროპაში უკვე დემონტაჟი მიდის ელგებეტე-ლიბერალიზმის დიქტატის. მოუწევს მალე ოპოზიციას რეალობის დანახვა. თქვენი კი ოცნებას ხმა თუ არ მიეცით ნება თქვენია.
.
როცა ყველგან კონსერვატორები იმარჯვებენ და ფსევდო ლიბერასტები ნადგურდებიან ახალი არჩევნები რომც ჩატარდეს უფრო მაგრად წააგებენ))) ეს ავად სახსენებელი ათეისტური ლიბერალიზმი მსოფლიო მაშტაბით დამარცხდა და ჩვენი ათეისტ-ლიბერასტები ვის დაკარგვია?!
.
გაეროს გენერალური მდივნის, ბატონი გუტიერეშის მილოცვა პრეზიდენტისთვის და პრემიერ-მინისტრისთვის იგივე აღიარებას ნიშნავს, რაც ადასტურებს ამ პოსტის ხედვას.
.
მამა მარჩენალი ჯორჯ სოროსიც დაუმარცხდათ, ეგრეთწოდებული დიფსთეითის ერთ-ერთი ლიდერი, სადაც ჯო ვილსონი უბრალო პაიკია. ილჰამ ალიევმა პირდაპირ ეთერში განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ჯორჯ სოროსი იყო ყველაფრის თავიო. ჰოდა დარჩნენ მარტო როთის ანაბარა, რომელიც საქართველოში დამარცხებას ვერ ეგუება))))
.
ჯორჯ სოროსს სერიოზულად აუგორეს, აზებაიჯანიდან დაახვია. რაც მალე დაახვევს საქართველოდან და სომხეთიდან მით უკეთესი, რამეთუ ის არის ერთობის მტერი და რადიკალური ოპოზიციის, თუ ენჯეო სექტორის მამამარჩენალი.
.
ეს გოგო-ბიჭები მეცოდებიან, რომლებიც ღამეებს ათენებენ და წარმოდგენაც არა აქვთ რისთვის იბრძვიან.ბატონმა ჯო ვილსონმა ბრძანა: სალომე ზურაბიშვილი პროევროპელი იყო, ახლა კი პრორუსი მიხელ ყაველაშვილი აირჩიესო და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა არ ექნებაო))) მაგაშია საქმე, რომ ქალბატონი სალომე პროევროპელი იყო და არა პროქართველი. ეროვნულს თუ აწვები, პრორუსი ხარ))))
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია 300, თუ 400 წელს ითვლის. მათი ჰიმნი და გერბი წმიდათაწმიდაა, პატრიოტიზმი მაღალ დონეზეა და ერი ამაყობს პროამერიკელობით, ასეც უნდა იყოს და ღმერთმა გააძლიეროთ. ჩვენ, ქართველებს 3000, თუ 4000 წელი გადმოგვყურებს. ჩვენი საფიცარია წმიდა ილიას სიტყვები: ''ენა, მამული, სარწმუნოება'', ჩვენი საფიცარია ჩვენი მხვცოვანი პატრიარქის ილია მეორეს სიტყვები: ''ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.'' ჩვენმა სამშობლომ 326 წელს მიიღო იესო ქრისტე და მას შემდეგ ქრისტიანობა შევისისხლხორცეთ, ერი ქრისტესთვის ჯვარს ეცვა და აქამდე, უძველესი ჩვენი ენა და მამული შევინარჩუნეთ. ნუთუ არა გვაქვს უფლება ეროვნულს და პროქართულს ვაწვებოდეთ?! საქართველო უპირველეს ყოვლისა, თუ ასე ფიქრობ პროევროპელი არა ხარ, ესეიგი პრორუსი ხარ. ჯერ სამშობლო და მერე პროევროპელობა. რას ნიშნავს ''ივერიის(იბერიის) მკვიდრთ''?-ვიკითხე. ჩვენ ქართველები ისტორიულად და გენეტიკურად კავკასიურ-იბერიული ცივილიზაცია ვართ და ევროპულ ცივილიზაციასთან ნათესავურ კავშირში ვართ, რუს სლავებთან არავითარი კავშირი არ გვაქვს, ამიტომ ჩვენის შემდეგ, პროევროპულობა ბუნებრივია)))
შობას გილოცავთ ქრისტესმიერნო მეგობარნო, დანო და ძმანო!
მადლობა და დიდება უფალს!
.
.
216 1-ს მოსწონს
|