საზოგადოებრივი "განხეთქილების ვაშლი" ძველი მსოფლიოს ისტორიის მკვლევრებს შორის 11 მარტი, 13:23 მსოფლიო მასმედია, ისე როგორც ფართო საზოგადოების უდიდესი ნაწილი, კაცობრიობის ისტორიის ალტერნატიულ ვერსიებს არ განიხილავს. მათ მხოლოდ ოფიციალური მეცნიერების მიერ მიღებული და მიწოდებული ინფორმაციის სჯერა, რომელშიც ყველაფერი ახსნილია და არანაირი საიდუმლო არ არსებობს...
თუმცა, გასული საუკუნის II ნახევარში გაჩნდნენ მეცნიერები, რომლებსაც კაცობრიობის წარსულთან დაკავშირებით, ოფიციალურისგან განსხვავებული ვერსიები გააჩნიათ და უნდა ითქვას, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ, მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები, ერთმანეთში მოლაპარაკებას, ყოველთვის ახერხებდნენ. დღეს კი, ეს ასე არ არის. ხოლო, განხეთქილების მიზეზი რამდენიმეა: I. ალტერნატიული მეცნიერების წარმომადგენელი მეცნიერები მეცნიერ-ეგვიპტოლოგებს დაუპირისპირდნენ, რადგან საფუძვლიანი ვარაუდი გააჩნდათ, რომ სფინქსი უფრო ადრე იყო შექმნილი, ვიდრე ყველაზე ძველი პირამიდა, პირამიდებს შორის. ეგვიპტოლოგების აზრით კი, აღნიშნული ობიექტები ერთდროულად იქმნებოდა. უთანხმოების II მიზეზი, 1998 წ. გამოცემული, კრისტოფერ დანის წიგნი «გიზის ელექტროფიკაცია: ძველი ეგვიპტის ტექნოლოგიები» («The Giza Power Plant : Technologies of Ancient Egypt») იყო, რომელშიც წიგნის ავტორი, ძველ ეგვიპტეში ელექტროენერგიის არსებობას ამტკიცებს. და უნდა აღინიშნოს, რომ ეგვიპტე ერთადერთი ქვეყანა არ იყო, სადაც ძველად ხელოვნური განათებით სარგებლობდნენ. კრისტოფერ დანის ხსენებულ წიგნს საფუძვლს აღმოჩენა წარმოადგენს, რომელიც ავსტრიელმა ისტორიკოსმა და ძველი ცივილიზაციების ექსპერტმა რეინჰარდ ხაბეკმა, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში გააკეთა. მან დენდერის (ეგვიპტე, 500 კმ. გიზის პლატოს სამხრეთით) ჰათორის ტაძრის კედელზე, წაგრძელებული ფორმის მქონე ნივთის ნახატი აღმოაჩინა, რომელსაც შიგნით, მთელს სიგრძეზე, გველის მაგვარი კლაკნილი ხაზი გასდევდა. ხაზი სადენით სრულდება, რომელიც უკვე ამ ნივთის გარეთ გადის. დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ კედელზე ასახული ობიექტი — ელექტრონათურაა, ხოლო მის ქვეშ მოთავსებული სპირალური საყრდენი, — მაღალძაბვიანი იზოლატორი. მოკლედ რომ ვთქვათ, ძველი მსოფლიოს ისტორიის მკვლევრებს შორის, ძველად, ელექტრო ენერგიის არსებობა–არარსებობის საკითხი, ნამდვილ «განხეთქილების ვაშლად» იქცა და მეცნიერების ორ ფრთას შორის ცივი ომი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. არხის სხვა სიახლეები:* ჰიტლერის პირადი მისია და მოღალატეები "ოჯახში" – როგორ გადაურჩა სტალინი თავდასხმებს?* იაპონიაში არქეოლოგებმა გიგანტური ხმალი აღმოაჩინეს* სახალისო ფოტოები და ანეკდოტები ქალებზე* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?199 1-ს მოსწონს
|