x
მეტი
  • 10.03.2025
  • სტატია:140832
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513676
ჩინის ტომის გოგონები სახეზე მახინჯ ტატუებს იკეთებენ, რათა არ გაიტაცონ
მიანმარის მაღალ მთებში ცხოვრობს ჩინის ტომი, რომელთა ქალები დღემდე იძულებულნი იყვნენ სახეზე ეტარებინათ უძველესი ბარბაროსული ტრადიციების მახინჯი ნაჭრილობევი. ტომის 12-14 წლის გოგონების სახეებს ფარავდნენ ტატუებით, რომელთა გაკეთება ძალიან მტკივნეული პროცესი იყო და რამდენიმე დღე გრძელდებოდა.



image



ლეგენდის თანახმად, გოგონების დამახინჯების ტრადიცია მოდის უძველესი დროიდან, როცა უფროსებს ეშინოდათ, რომ მეფე გაიტაცებდა ახალგაზრდა გოგონებს და ხარჭებად აქცევდა.



image




ტრადიცია გაგრძელდა 1960-იან წლებამდე, სანამ მთავრობა არ ჩაერია და არ აკრძალა. თუმცა ტომის უფროსი ქალები ყოფილი რწმენის ნათელი მაგალითი არიან და იძულებულნი არიან იცხოვრონ თავიანთი ნაიარევებით. ასევე ისინი ატარებენ უზარმაზარ საყურეებს, რომელიც კანს ძალიან წელავს.



image


image



ფოტოგრაფმა ტე ჰან ლინმა ამის შესახებ რეპორტაჟი გადაიღო მიანმარში მოგზაურობის დროს.

„სანამ ვგეგმავდი მიანმარში მოგზაურობას, ვიკვლევდი ქვეყნის ტომებს და წავაწყდი ჩინის ტომს“.



image



ექსპერტებმა სახეზე ტატუების წარმოშობის და მათი დანიშნულების შესახებ მრავალი თეორია წამოაყენეს. ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი იყო ის, რომ ქალებს განზრახ ამახინჯებდნენ გამტაცებლების შესაჩერებლად. ეს ტრადიცია გახდა მნიშვნელოვანი პრაქტიკა ჩინის ტომის კულტურაში.



image



თითქმის 1960-იან წლებამდე ამ მტკივნეულ პროცედურას ტომის 12-14 წლის გოგონები გადიოდნენ. მიანმარის მთავრობის ჩარევის წყალობით სასტიკი ჩვეულება თანდათანობით გაქრა.



image

ნადირობაზე მოპოვებული ცხოველების ჩონჩხები



image



„ტომის ხალხმა სხვადასხვანაირად მიიღო აკრძალვა: ზოგს გაუხარდა, ზოგი წინააღმდეგი იყო. უფრო მეტიც, ვინც ამის წინააღმდეგი იყო, დღემდე იცავს ამ ტრადიციას“ - ფოტოგრაფი ტე ჰანი.



image



დღეს მთაში დაკარგულ სოფელში ტატუს მხოლოდ უფროსი თაობის ქალები ატარებენ.



image



ტომის ბიჭებს დასავლურად აცვიათ, რაც ტომის კულტურაში ცვლილებების ნათელი ნიშანია.



image



ტომის ხალხმა ფოტოგრაფს აჩვენა, თუ როგორ აკეთებდნენ ტატუს რთულ დიზაინებს უძველესი ხელსაწყოების გამოყენებით.



„მელანი მზადდება ხარის ნაღვლის, მცენარეების და ცხოველური ცხიმის ნარევიდან. პროცესი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით ქუთუთოების ნაზ კანზე და გრძელდება საშუალოდ ერთიდან ორ დღემდე, გამოყენებული დიზაინის სირთულის მიხედვით. სახის გამოჯანმრთელებას მინიმუმ ორი კვირა სჭირდება“.



ასევე დაგაინტერესებთ:

არა მხოლოდ სილამაზისთვის: რატომ აქვს ყველა ბებიას ტატუები ბოსნიაში

ისინი ეშმაკის მეგობრები არიან: რატომ თვლიდნენ მავრები ქალებს კაცებზე უფრო საშიშად

როგორ გამოიყურებოდნენ ირანის მაცხოვრებლები 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე

როგორ ცხოვრობს ბუტუნგის ტომი - ადამიანები „ელექტრული“ თვალებით, რომლებზეც ბუნებამ გვარიანად იჯადოქრა

როგორ გამოიყურებოდნენ მოზარდები სხვადასხვა ქვეყნიდან 100 წლის წინ



0
89
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
89