საზოგადოებრივი ავსტრალიაში ჰუმანოიდების 60–მდე სამარხი აღმოაჩინეს 21 მარტი, 9:48 შესაძლოა, გსმენიათ ავსტრალიის იდუმალი ზონის შესახებ, რომელიც, თითქოს და, გარე სამყაროსგან, კედლით და დაქირავებული ჯარისკაცებით იცავენ. ერთი ვერსიით იქ, ან საიდუმლო მთავრობა ზის, ან კაცობრიობის უმდიდრესი ადამიანები ცხოვრობენ, ან აკრძალული ექსპერიმენტების უზარმაზარი ქალაქი–ლაბორატორია. არსებობს მოსაზრება, რომ იმ ადგილზე, არასასურველ არქეოლოგიური აღმოჩენებს მოუყარეს თავი... ზოგადად, ვარაუდი ბევრია! თუმცა, კონკრეტულად, იქ რა ხდება, ცნობილი არ არის...
დაახლოებით, 40 წლის წინ, ბრიტანეთის და გერმანიის არქეოლოგთა ჯგუფმა, ავსტრალიის სამხ–აღმ. ნაწილში, კვლევა დამოუკიდებლად ჩაატარა. იქ მკვლევარები ძალიან საინტერესო აღმოჩენებს წააწყდნენ. ასე, მაგ., არსებობს ინფორმაცია, 3 მეტრზე მეტი სიმაღლის, ჰუმანოიდური არსების 60-მდე სამარხის აღმოჩენის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამარხებში ლითონის საგნები და უცნობი ტექნიკური დანიშნულების ნივთები იყო. როგორც იმ ექსპედიციის წევრები, უოლტერ სანდერსი და ვილფრიდ ტორი აცხადებდა, მიწისქვეშეთში, მთელი ქალაქი და უამრავი მღვიმე იყო და ყოველი მათგანი, ადამიანის მსგავსი არსების (ჰუმანოიდის) ინდივიდუალურ საფლავს წარმოადგენდა. მათი სიმაღლე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაახლოებით, 3 მ. იყო. თავის ქალა კი, წაგრძელებული ჰქონდათ. ხოლო ხელში, ტელეფონი, თუ რაციის მსგავსი, რაღაც მოწყობილობა ეჭირათ. რაც შეეხება სამოსს, ტანთ ფოლგის მაგვარი, უცნობი ქსოვილის, კოსტიუმები ეცვათ. არქეოლოგებმა ივარაუდეს, რომ ეს, იდუმალი ცივილიზაციის წარმომადგენლები – "პრეადამიტები" იყვნენ. სამი დღის მანძილზე, ობიექტი შეისწავლეს. გაკეთდა ვიდეოჩანაწერები, გადაიღეს ფოტოები. შეადგინეს ოქმები, ობიექტის დეტალური აღწერილობით. სანდერსი დარწმუნებული იყო, რომ კოსმოსური ხომალდი, რომლითაც ეს არსებები დედამიწაზე ჩამოვიდნენ, იქვე, ახლოს უნდა ყოფილიყო. მაგრამ, რატომ არ შეიტყო საზოგადოებამ ამ სენსაციური აღმოჩენის შესახებ? საქმე იმაშია, რომ მეოთხე დღეს, დილით ადრე, არქეოლოგების ბანაკში, უცნობი სამხედროები მივიდნენ. მათ მეცნიერებს და მკვლევრებს განუცხადეს, რომ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ექსპედიციის მონაწილეებს შორის, ჯაშუში იყო და ამიტომ, ყველა სიდნეიში უნდა წაეყვანათ. ქალაქში მათი პირადი საქმეები "შეისწავლეს" და სანდერს, ტორს და მათ თანაშემწეებს, "შავი მთხრელების" იარლიყები "მიაწებეს" და ქვეყანაში არქეოლოგიური საქმიანობა აუკრძალეს. დანარჩენები, დაქირავებული მუშები აღმოჩნდნენ და მათ შორის, ჯაშუში, რა თქმა უნდა, არავინ იყო. მაგრამ, ამ ინციდენტის გამო, საოცარი აღმოჩენის შემდგომი შესწავლა შეუძლებელი გახადა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ბრიტანეთში და გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათი კვლევის შედეგები და ექსპედიციის მასალები, რომელიც მათ სამშობლოში გადაგზავნეს, უბრალოდ, გაქრა. გამოდის, რომ, ისინი რაღაც საიდუმლოს ამოხსნას მიუახლოვდნენ, რომელსაც არ უნდა შეხებოდნენ... არხის სხვა სიახლეები:* შემეცნების მიღმა – ტოპ-10 ფენომენი, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის* სტალინის სიკვდილის შემდეგ, ბელადის საიდუმლო ოთახები აღმოაჩინეს* კრეატიულობას საზღვრები არ გააჩნია... (20 ფოტო)* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?362 2-ს მოსწონს
|