x
მეტი
  • 13.03.2025
  • სტატია:140913
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513745
სტალინს დამაჯერებელი მიზეზი ჰქონდა, რომ იაკობი ტყვეობიდან არ დაეხსნა

"ჯარისკაცს ფელდმარშალზე არ ვცვლი!" – ეს ლეგენდარული ფრაზაა, რომელსაც სტალინს მიაწერენ. თითქოს, ის მთავარსარდალმა მაშინ წარმოთქვა, როდესაც გერმანულმა სარდლობამ, მას ტყვედ ჩავარდნილი იაკობ ჯუღაშვილის გაცვალა, გერმანელ ფელდმარშალ ფრიდრიხ პაულუსზე შესთავაზა.

სტალინისგან ეს ფრაზა არავის მოუსმენია... მაგრამ, ფაქტია, რომ გაცვლა არ მოხდა და ეს, ისტორიულადაც არის დამტკიცებული.


imageიაკობ ჯუღაშვილი


მთავარსარდალმა, მამობრივი გრძნობა დაივიწყა და შვილი გერმანელების ტყვეობაში დატოვა. როგორ შეიძლება ასეთი ქმედების ახსნა?შესაძლოა, სტალინი ასეთ გარიგებას იმიტომ არ დათანხმდა, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია არ მოეხდინა.

გერმანელების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტალინის უფროსი ვაჟი იაკობი ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარდა. ომის დროინდელი კანონებით, ის სამშობლოს მოღალატედ ითვლებოდა და სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო... თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ უმაღლეს მთავარსარდალს კანონის გვერდის ავლით, ამ საკითხის გაუხმაურებლად მოგვარება არ შეძლო. ბოლოს და ბოლოს, ის მამა იყო და ამგვარი კავშირის გაწყვეტა, ძალიან რთულია.

imageდა მაინც სტალინის პასუხი იყო – "არა". ისტორიკოსებმა რამდენიმე ვერსია წამოაყენეს, რომელიც სტალინის ამგვარ ქმედებას ხსნის. მაგრამ, ყველაზე რეალური ის არის, რაც სტალინის ნაშვილებმა ვაჟმა არტიომ სერგეევმა გაახმოვანა.

მისი თქმით, გერმანელების ტყვეობაში იაკობ ჯუღაშვილი არ იყო, რადგან ის იქ, უბრალოდ, ვერ იქნებოდა! სტალინის უფროსი ვაჟი, ომის პირველ დღეებში, ბრძოლის ველზე დაიღუპა და მამამ შვილის გარდაცვალების შესახებ იცოდა. ხოლო, ადამიანი, რომელიც ტყვეთა ბანაკში თავს იაკობ ჯუღაშვილად ასაღებდა, თაღლითი და მატყუარა იყო.
ფაშისტების ქმედებები კი, სავსებით გასაგები იყო: სენსაცია იმის შესახებ, რომ სტალინის შვილი ნებაყოფლობით დანებდა და მამამისი, მის გადასარჩენად, ყველაფრისთვის მზად იყო, შეიძლება, საბჭოთა არმიის სამხედრო სულის დემორალიზებისთვის გამოეყენებინათ. მაგრამ სტალინი მათ თამაშს არ აჰყვა...

რაც შეეხება მტკიცებულებას, გერმანიის სარდლობამ ფოტო წარმოადგინა, რომელზეც კაცი ჩანს, რომელიც იაკობ ჯუღაშვილს ჰგავდა. მაგრამ, უცნაური ის არის, რომ ფოტოზე მას თბილად აცვია, არა და, სურათი აგვისტოს შუა რიცხვებით იყო დათარიღებული. სხვა ფოტოებიც არამკვეთრი და დამონტაჟებულია.


imageიაკობ ჯუღაშვილი ტყვეთა ბანაკში


1948 წელს, საქსონიაში, საბჭოთა თარჯიმნებმა საარქივო დოკუმენტები შეისწავლეს, რომელშიც სტალინის შვილის დაკითხვის პირველი ოქმი აღმოაჩინეს. მასში ნათქვამია, რომ დაკავებული, რომელიც საკუთარ თავს იაკობ ჯუღაშვილს უწოდებდა, თავისუფლად ფლობდა სამ უცხო ენას: ინგლისურს, გერმანულს და ფრანგულს. მაშინ როცა, იაკობის საარტილერიო აკადემიის სასერტიფიკატო დოკუმენტში სულ სხვა რამ წერია: იაკობმა სრულყოფილად მხოლოდ ქართული და რუსული იცოდა.

imageგარდა ამისა, 1941 წ. აგვისტოში, დიპლომატიური არხებით, საბჭოთა ხელმძღვანელობამდე, იაკობის მამისადმი მიწერილი წერილის ფოტო ასლმა მიაღწია. იაკობი წერდა, რომ ის ტყვეობაში იყო, თავს კარგად გრძნობდა და გერმანიის ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში გადასაყვანად ემზადებოდა. წერილს ხელს "იაშა" აწერდა.

80 წლის შემდეგ, რუსმა სასამართლო ექსპერტებმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კალიგრაფიის სპეციალისტებმა, ექსპერტიზა ჩაატარეს – იაკობის ხელწერა, მამისთვის გაგზავნილ წერილს შეადარეს და 11 შეუსაბამობა აღმოაჩინეს, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ იაკობ ჯუღაშვილი ბრძოლის ველზე დაიღუპა და საკონცენტრაციო ბანაკში მისი ორეული იყო... და სტალინმა ამის შესახებ იცოდა.


imageარხის სხვა სიახლეები:


* იპოვეთ ზედმეტი სიტყვა – ძალიან რთული გამოცანა (პასუხი აქვს)

* ეს გამოცანა დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ ამოხსნა – ყველას არ შეუძლია (პასუხი აქვს)

* 7 ხრიკი ნოტიო და ჰაეროვანი სააღდგომო კულიჩის ცომის მოსამზადებლად

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
216
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0