x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტალინი: «ჩვენ არა გვყავს სამხედრო ტყვეები, არიან მხოლოდ მოღალატეები»

image


სტალინი არაორდინალური ადამიანი იყო. მისი როლი ისტორიაში, შეხედულებები და სხვადასხვა ავტორების მიერ დაწერილი მისი ბიოგრაფიაც კი, განსხვავებულია. ფაქტები მოგონებებით არის ჩანაცვლებული, რომლებიც დროთა განმავლობაში, განზოგადების ფუნდამენტად იქცა და დღეს ჭეშმარიტების დადგენა უკვე რთულია.

გადმოცემის თანახმად, ფრაზა: «ჩვენ არა გვყავს სამხედრო ტყვეები, გვყვავს მხოლოდ სამშობლოს მოღალატეები» – ხშირად ისმოდა იმ ბანაკის ხაზის რადიში, რომელშიც სტალინის შვილი იაკობ ჯუღაშვილი, სხვა სამხედრო ტყვეებთან ერთად იყო. მართლა თქვა თუ არა ეს სტალინმა? თუ გერმანელებმა მოიგონეს, როგორც არაერთი ჭორი, რომელიც თვითმფრინავებიდან გადმოყრილი პროკლამაციების სახით ვრცელდებოდა.

იმას, რასაც ბელადები ამბობენ, არასდროს იკარგება... მათ გამონათქვამებს ყოველთვის აარქივებდნენ, ზოგიერთი ქვაზეც კი არის დაწერილი და მათმა აზრებმა ათასწლეულებს გაუძლო. მაგ., ჩვენთვის ცნობილია, თუ რას ამბობდა ბაბილონის მეფე ხამურაბი (ძვ. წ. აღრ. 1810-1750 წწ). ქაღალდმა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებმა შემოგვინახა იმპერატორების, პრეზიდენტების, ცენტრალური კომიტეტის მდივნების და სხვა პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების საჯარო გამოსვლები. მათ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა ფიქსირდებოდა მდივნების და სტენოგრაფების მიერ და არც სტალინი იყო გამონაკლისი.

ბევრს საუბრობდა სტალინი მებრძოლებზე, გენერლებზე, ჯარისკაცებზე... მაგრამ, ჯერჯერობით, არსად და არავის აღმოუჩენია ფრაზა მოღალატეებზე, რომლებიც მხოლოდ იმაშია იყვნენ დამნაშავენი, რომ ტყვედ ჩავარდნენ. არადა, იმ ომში, ასეთი ადამიანი ცოტა არ იყო – დაახლოებით, 5 მლნ. კაცი.

და ბოლოს, ომის დასრულების შემდეგ, ყოფილი სამხედრო ტყვეების მხოლოდ 4 % იყო დაჭერილი და გასამართლებული. ხოლო, დაახლოებით, 76 % მოქმედ არმიაში დაბრუნდა. ასეთი რამ მოხდებოდა, გერმანელების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე რომ ყოფილიყო?

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageimageimageimage



1
1319
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1319
  
2019, 19 მარტი, 7:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1