x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჰიტლერის პირადი მისია და მოღალატეები "ოჯახში" – როგორ გადაურჩა სტალინი თავდასხმებს?
imageგვირგვინი კრემლის კედელთან, სტალინის საფლავზე


XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი პოლიტიკოსი იოსებ სტალინი, თავდასხმის სამიზნე არაერთხელ ყოფილა. რამდენჯერ უნდოდათ ბელადის ლიკვიდაცია, დანამდვილებით, ვერავინ გაიგებს. მისი მოკვლის ათამდე მცდელობა, ოფიციალურადაა დარეგისტრირებულ, მაგრამ იყო სხვა შემთხვევებიც...


image


პირველი თავდასხმა


20-იანი წლების ბოლომდე, სტალინს პირადი დაცვა არ ჰყოლია და მისი ნახვა წითელ მოედანზე, სულ ადვილად შეიძლებოდა – უყვარდა ბელადს ქუჩაში სეირნობა და "ხალხში გარევა".

ცნობილია შემთხვევა, როდესაც სტალინს, სეირნობისას, მამაკაცი მიუახლოვდა და სიგარეტი სთხოვა. ხოლო, როდესაც მან სიგარეტი მიიღო, სტალინს ლამის მუშტებით დაესხა თავს. ის ბელადს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა. სტალინმა მისგან თავი ძლივს დაიხსნა.


imageსტალინი კომუნისტური პარტიის XVI ყრილობაზე მიდის


პირადი დაცვა, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, მხოლოდ 1927 წელს, ტერორისტული აქტის შემდეგ დაუნიშნეს – უცნობმა პირმა ბომბი ლუბიანკაზე მდებარე კომენდანტის შენობაში შეაგდო.



imageსტალინი და კიროვი


გასროლა მანძილზე


1931 წ. 16 ნოემბერს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი მოსკოვის ერთ–ერთ ქუჩაზე სეირნობდა, როდესაც რევოლვერით შეიარაღებული მამაკაცი, მისკენ ჩქარი ნაბიჯით გამოემართა. სტალინი გარდაუვალი სიკვდილისგან, მისმა პირადმა დაცვამ კი არა, იმ ადგილზე აღმოჩენილმა, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა იხსნა, რომელმაც თავდამსხმელი განაიარაღა.

imageდამნაშავე, ვინმე, ლეონიდ ოგარევი აღმოჩნდა – ყოფილი თეთრგვარდიელი ოფიცერი, სრულიად რუსეთის სამხედრო გაერთიანების ემიგრანტთა ორგანიზაციის წევრი და ბრიტანეთის დაზვერვის აგენტი. ამ მოვლენამდე, ცოტა ხნით ადრე, ის მოსკოვში ჩავიდა და იქიდან მოყოლებული, უშიშროების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

აგენტი დედაქალაქში სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვებით იყო დაკავებული, როდესაც ქუჩაში, სრულიად შემთხვევით, ფეხით მოსიარულე საბჭოთა ბელადი დაინახა... მან შესაძლებლობით ისარგებლა, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება არ მიეცა. სულ მალე, ოგარევი ტერორიზმის და ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და განაჩენის შესაბამისად, სიკვდილით დასაჯეს.

სტალინზე თავდასხმამ ქვეყნის ხელმძღვანელობაში აჟიოტაჟი გამოიწვია. მთავრობის წევრებმა ლიდერის დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცეს და ერთობლივად მოაწერა ხელი რეზოლუციას: "ამხ. სტალინის მოსკოვში ფეხით სეირნობის აკრძალვის შესახებ".


imageსტალინი და მოლოტოვი კრემლში


1935 წელს საბჭოთა ლიდერი კიდევ ერთმა სასწაულმა გადაარჩინა. მას კრემლის ბიბლიოთეკაში, გრაფის ოჯახის შთამომავალმა, ვინმე ორლოვა-პავლოვამ ესროლა.

1938 წლის მარტში, კრემლის ტერიტორიაზე სეირნობისას, სტალინზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა: ტულის გარნიზონის სამხედრო მოსამსახურემ, ლეიტენანტმა დანილოვმა, საგუშაგოზე გავლა შსსკ–ს ოფიცრის ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოახერხა. მოგვიანებით, დაკითხვის დროს, მან აღიარა, რომ 1937 წ. მარშალ ტუხაჩევსკის სიკვდილით დასჯის გამო სურდა შურისძიება.


ოპერაცია "დათვი"


ზემოთ ხსენებული ყველა თავდასხმა "შიგნით" იყო დაგეგმილი. მაგრამ, სტალინს საკმარისი რაოდენობის მტერი, საზღვარგარეთაც ჰყავდა. პირველები, ვისაც საბჭოთა ლიდერის თავიდან მოშორება სურდათ, იაპონელი მილიტარისტები იყვნენ.

1938 წელს იაპონურმა დაზვერვამ გეგმა შეიმუშავა, კოდური სახელწოდებით – "დათვი". ოპერაცია შორეული აღმოსავლეთის შსსკ–ს სამმართველოს გაქცეულმა უფროსმა გენრიხ ლუშკოვმა დაგეგმა. საბჭოთა ლიდერი, შავ ზღვაზე დასვენების დროს, "რუს პატრიოტთა კავშირის" რამდენიმე თეთრგვარდიელის უნდა მოეკლა.


image "სტალინის აგარაკი" – სახლ-მუზეუმი სოჭში


დივერსანტებს საზღვარზე დახვდნენ, რამდენიმე ბრძოლაში დაიღუპა, დანარჩენი კი, უკან დაბრუნდა. თუმცა, იაპონელები არ გაჩერდნენ და სტალინზე თავდასხმის მორიგი ოპერაცია დაგეგმეს: მათ ლენინის მავზოლეუმში, შენელებული მოქმედების ბომბის დადების გეგმა შეიმუშავეს. ის 1939 წლის 1 მაისს უნდა აფეთქებულიყო, მაგრამ ჩეკა–მ, წითელი მოედნის უსაფრთხოება გააძლიერა და იაპონელებმა ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს.


imageსაპატიო ყარაული ლენინის მავზოლეუმის შესასვლელთან


ინფორმაცია, იაპონელების გეგმების შესახებ, ცნობილი საბჭოთა ჯაშუშის მოხსენების წყალობით გახდა, რომელიც იაპონიის მარიონეტულ სახელმწიფოში – მანჯოუ-გო–ს (ამჟამად ჩინეთის ნაწილია) ტერიტორიაზე მუშაობდა.


"ფაუსტპატრონე" სახელოში


იაპონელებს, ამ საკითხში, მათი გერმანელ მოკავშირეებიც არ ჩამორჩებოდნენ... "განსაკუთრებული" მნიშვნელობის ოპერაცია, ჰიტლერის დავალებით, სადაზვერვო-დივერსიულ სააგენტოში – "ცეპელინიში" დაიგეგმა. სტალინი პიოტრ შილოს და მის საყვარელს უნდა მოეკლათ.


imageტავრინი (პიოტრ შილო) დაკავების შემდეგ


გერმანელები დივერსანტების მომზადებას ძალიან საფუძვლიანად მიუდგნენ: შილო გვარად ტავრინი გახდა და გაყალბებული საბუთების მიხედვით, «Смерш»–ის (რუს. «სიკვდილი ჯაშუშებს!») მაიორი იყო.

დამზადდა სპეციალური იარაღი – "ფაუსტპატრონე"–ს (ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო სასროლი ნაღმი) ტიპის "ჯავშან-Knokke", რომელიც ხელზე მაგრდებოდა და ქურთუკის ქვეშ, შეუმჩნეველი იყო. ამასთან, ფოლადის მილიდან გასროლილი, 30 მმ–იანი ჭურვს, 300 მ. მანძილიდან, ჯავშნის გარღვევა წარმოუდგენელი ძალით შეეძლო.


image"ჯავშან-Knokke"


გერმანელებმა სათადარიგო გეგმაც შეიმუშავეს: ტავრინის ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს.

დივერსანტები რჟევი–მოსკოვის გზატკეცილზე "ჩაფლავდნენ" – ჯაშუშს სამხედრო ფორმაზე, ჯილდოები მოძველებული წესით ჰქონდა დამაგრებული... და ეჭვი, სწორედ ამან გამოიწვია.


არასწორად შერჩეული ავტომობილი


1942 წლის 6 ნოემბერს საველი დმიტრიევმა, რომელიც მოსკოვში განლაგებულ პოლკში მსახურობდა, საკუთარი ქვედანაყოფი დატოვა და წითელი მოედნისკენ გაემართა. ჯარისკაცმა თავი გუშაგად გაასაღა და პოსტზე კრემლის კარიბჭესთან დადგა.


image


დმიტრიევი დაელოდა, როდესაც იქიდან სამთავრობო მანქანა გამოვიდა, მას ცეცხლი გაუხსნა. მანქანაში, იმ დროს, სსრ კავშირის საგარეო და საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარი ანასტას მიქოიანი იჯდა (ის არ დაშავებულა). ხანგრძლივი სროლის შემდეგ, დაცვამ თავდამსხმელის ცოცხლად აყვანა მოახერხა.


imageსაველი დმიტრიევი


გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ჯარისკაცს მიქოიანის კი არა, სტალინის მოკვლა უნდოდა, მაგრამ შეცდომით, თავს სხვა მანქანას დაესხა. სპეციალური სამსახური, დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა იმის გარკვევას, თუ ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან. თუმცა, მსროლელის კავშირის დადგენა, ნაცისტებთან, ან კონტრრევოლუციურ ორგანიზაციებთან ვერ მოხერხდა. ხოლო, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, 1950 წლის 25 აგვისტოს საველი დმიტრიევი, ჩადენილი დანაშაულის გამო, სიკვდილით დასაჯეს.


"გრძელი ნახტომი"


მას შემდეგ, რაც 1943 წლის ოქტომბერში, გერმანულმა დაზვერვამ შეიტყო, სტალინის, ჩერჩილის და რუზველტის, თეირანში კონფერენციის გამართვის გადაწყვეტილების შესახებ, ბერლინში ოპერაცია «გრძელი ნახტომი» დაიგეგმა. მისი მიზანი ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნის ლიდერების გატაცება, ან ლიკვიდაცია იყო.


imageიოსებ სტალინი, ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი თეირანის კონფერენციაზე


მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ირანი მესამე რაიხის გავლენის სფეროში იყო და 1941 წელს საბჭოთა და ბრიტანეთის ჯარების მიერ, ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის და პროგერმანელი შაჰი რეზა ფეჰლევის დამხობის შემდეგ, გერმანიის სადაზვერვო ქსელი ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა.


imageოტო სკორცენი


მოკავშირე ლიდერების წინააღმდეგ ოპერაციის განხორციელება საუკეთესო დივერსანტს – SS–ის ობერშტურმბანფიურერს ოტო სკორცენს დაევალა. გეგმის მიხედვით, დივერსანტთა პირველი ჯგუფი ადგილობრივ ჯაშუშებს უნდა დაჰკავშირებოდა და ყველაფერი მოემზადებინა, მეორე ჯგუფის ჩამოსვლისთვის, რომელსაც თავად სკორცენი ხელმძღვანელობდა.

გერმანელებმა იცოდნენ, რომ ბრიტანეთის და საბჭოთა მისიები ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობდა. ხოლო, ამერიკული – ქალაქის გარეუბანში იყო. ამიტომ, რუზველტი, რომელსაც დღეში რამდენჯერმე, ქალაქის ვიწრო ქუჩებით, შეხვედრებზე მგზავრობა უწევდა, გერმანელი დივერსანტების პირველ სამიზნედ იქცა.

თუმცა, ოპერაცია თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული. ნიკოლაი კუზნეცოვის დაზვერვის წყალობით, საბჭოთა უშიშროებამ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ იცოდა და გერმანელების პირველი ჯგუფი გაანეიტრალა, რომელიც ქ. კუმის რაიონში, თეირანიდან 70 კმ–ში დაეშვა. ამის შემდეგ, ოპერაცია გაუქმდა. ასე, რომ, «გრძელი ნახტომი» გადაფრენის მომენტში შეწყდა.


ბელადის დაცვა


imageსტალინის თავდასხმის ისტორია, არასრული იქნებოდა, იმ ადამიანის შესახებ ინფორმაციის გარეშე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე, მისი ერთგული პირადი მცველი იყო.

ნიკოლაი ვლასიკი, ჯერ კიდევ 1931 წ. გახდა ბელადის დაცვის უფროსი. ის ხანგრძლივი დროის მანძილზე, მისი ოჯახის წევრი იყო და ბევრ საყოფაცხოვრებო პრობლემასაც აგვარებდა. ასეთი ურთიერთობა დაცვის უფროსს და დასაცავ ობიექტს შორის, 1952 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა... ის ექიმების საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს. დაკავების დროს, მან წინასწარმეტყველური ფრაზა წარმოთქვა: "მე თუ არ ვიქნები, არც სტალინი იქნება".

ერთი წლის შემდეგ, 1953 წ. 5 მარტს, სტალინი მეტად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა...


imageსტალინის დაკრძალვა


imageარხის სხვა სიახლეები:


* სახალისო ფოტოები და ანეკდოტები ქალებზე

* ვინ მისცა ძველ ინდოეთს მაღალი ტექნოლოგიები?

* ნაპოვნია მღვიმის მარგალიტის უდიდესი საბადო

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
404
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...