x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"წერილში ეწერა - „ყველაზე გიჟს, ყველაზე სულელს...“ - რა საჩუქარი გაუგზავნეს გივი სიხარულიძეს?
image

ცნობილ ქართველ მსახიობს, მწერალს, მოცეკვავეს და სპორტსმენს, გივი სიხარულიძეს რამდენიმე დღის წინ 81 წელი შეუსრულდა.


გივი სიხარულიძე სტუმრად იყო გადაცემა "დღის პოსტში", სადაც ერთი საინტერესო და სახალისო ისტორია გაიხსენა:


"ერთა ქალმა, ულამაზესმა და უმშვენიერესმა ერთ-ერთმა ქალბატონმა, დაბადების დღეზე 28 თებერვალს, ოღონდ 28-ში ვერ მოასწრო და ეს მოხდა აპრილის თვეში, გამომიძახეს ფოთში საბაჟოში და მითხრეს, რომ მანქანაა თქვენზე, მერსედესი.არ მიყიდია არაფერი, გავიჟდი.. ამ ქალმა გამომიგზავნა საჩუქრად მერსედესი, მისალოც ბარათში კი ეწერა -„ყველაზე გიჟს, ყველაზე სულელს და ყველაზე სასიამოვნოს შენთვის, შენი ესა და ეს“... მე ისეთი ვარ, მართლა გავაგზავნიდი უკან ბოლოში ასეთი სიტყვები რომ არ ყოფილიყო“, - ამბობს გივი სიხარულიძე.


გივი სიხარულიძე 1961 წელს სუხიშვილის და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური დასის სოლისტი გახდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც 1969 წლამდე სწავლობდა.


მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1972 წელს ფილმით „გასეირნება“. შემდეგ მოდიოდა ფილმები როგორიცაა: „ჭიდაობას რა უნდა“, „ტურანდოტი“ და „დაუმთავრებელი პორტრეტი“. მსახიობმა სახელი გაითქვა ფილმით „უძინართა მზე“ და სერიალით „ცხელი ძაღლი“ (გურამ ჯინორია).


1988 წლიდან 2006 წლამდე გივი იყო ქართული ხალხური ცეკვის დასი „თბილისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი ქორეოგრაფი.


1961 წელს სუხიშვილის და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური დასის სოლისტი გახდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც 1969 წლამდე სწავლობდა.


მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1972 წელს ფილმით „გასეირნება“. შემდეგ მოდიოდა ფილმები როგორიცაა: „ჭიდაობას რა უნდა“, „ტურანდოტი“ და „დაუმთავრებელი პორტრეტი“. მსახიობმა სახელი გაითქვა ფილმით „უძინართა მზე“ და სერიალით „ცხელი ძაღლი“ (გურამ ჯინორია).


1988 წლიდან 2006 წლამდე გივი იყო ქართული ხალხური ცეკვის დასი „თბილისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი ქორეოგრაფი.


გივი სიხარულიძე არის ავტორი რომანის „იამური“, კიდევ 17 მოთხრობის, ლექსისა და წიგნის. 2005 წელს გივის წიგნს „აწყვეტილი სიცოცხლე — არის + მე“ მიენიჭა მთავარი ქართული ლიტერატურული პრემია „ნიკო ლორთქიფანიძის“ სახელობის.


2013 წელს გივი სიხარულიძემ შექმნა სრულიად ახალი ლიტერატურული ჟანრი, მოგონებებზე დაფუძნებული მოთხრობების კრებული. ამ ჟანრში გამოსცა წიგნები მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლების ლადო ათანელისა და ალეკო ხომერიკის, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფ/ბალეტმაისტერ თემურ ბიბილეიშვილის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს შოთა ჯაფარიძისა და მსოფლიოში ცნობილი ოპერისა და ბალეტის თეატრების მხატვრის მურაზ მურვანიძის შესახებ.


გივი სიხარულიძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2006 წელს ის აირჩიეს მწერალთა საერთაშორისო კავშირის მიმოხილვის კომიტეტის წევრად მოსკოვში.


გივი სიხარულიძე არის არჩეული ქართველ მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსად.

0
295
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0