საზოგადოება "შენცა, ბურნუთ?!"-გელა ზედელაშვილი 7 მარტი, 15:49
ამ დღეებში მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე გაუთავისუფლებიათ მუშთაიდის ბაღიდან. თუ არ ვცდები, საბავშვო მატარებელზე მუშაობდა მემანქანედ და როგორც თვითონ ჯღნავის, 400 ლარს აძლევდნენ თვეში.
ეს ის ბურნუთა გახლავთ, გიორგი შენგელაიამ რო გადაიღო კომედიურ ფილმში (“სიყვარული ყველას უნდა'') და მთელი საათნახევარი აწვალა.
არა, ფილმიც კარგი გამოვიდა და ერთი დაბნეულ-ფხუკიანი ბურნუთას როლიც კარგად ითამაშა ბატონმა ვახტანგმა, მაგრამ როგორც ჩანს, კი არ ითამაშა, ბუნებით თვითონ გახლავთ ასეთი. აბა, ამ გაგანია გაუგებრობის ეპოქაში რო “განაცდები'' და რუსთაველზე დაიწყებ უდღეურებთან ერთად ბოდიალს, დაბნეული და გზააბნეული არ ხარ?!
ბატონი ბურნუთა წუწუნებს - მეო, ქართველი მაყურებლების გამხარებელი კაცი ვარ და იმის გამო, რომ აქციებზე დავდიოდი, უპრაგონოდ გამათავისუფლესო. რა იყო, თვეში 400 ლარს მიხდიდნენ და ეგეც დაენანათო. თან იქვე დასძენს, ადრე ბიძინა ივანიშვილის დახმარება შემომთავაზეს და უარი ვთქვი, ოლიგარქისა არაფერი მინდაო.
გითხარით, ამას რამსები აქვს არეული-მეთქი, გიორგი შენგელაიამ კარგად იცოდა ტიპაჟების შერჩევა, შეიძლება ფილმში უნიჭო ვიღაცა გადაეღო, მაგრამ მაინც კარგად ათამაშებდა. ერთხელ ვკითხე, ია ფარულავა რო ათამაშე “ვენახში'' ეროტიკულად, როგორი მსახიობია-მეთქი? არც დაფიქრებულა - ნაგავიაო.
ჰოდა, იმას ვამბობდი... თურმე 69 წლის ბურნუთა ყოველდღე აქციებზე დადის და იძახის: “ალ იქნება სამალთალი - ალ იქნება მშვიდობაო''! თან სახელმწიფოსგან კაი ხელფასს ითხოვს, თან იმავე სახელმწიფოს დამხობით ემუქრება და ძირს უთხრის.
მეო, ბიძინა ივანიშვილის ფული არ მინდა, მე ევროპიული მომავლისთვის ვიბრძვი, 2 000-ევროიანი “პენცია'' მინდაო.
ბურნუთ!
ტყუილად გითქვამს უარი ბიძინა ივანიშვილის დახმარებაზე, რუსთაველზე ასაკოვნები რო დაბოდიალობენ, თვის ბოლოს ბანკომატებთან დგანან, “ქართუდან'' ჩარიცხული ფულები გამოაქვთ. ლანა ღოღობერიძეც იღებს, ნანი ბრეგვაძეც იღებს, სხვებიც იღებენ და შენ ვინ ხარ, ვის დაჰკარგვიხარ?!
ისე, ხელისუფლებას რო ამუნათებ, ამდენ და ამდენ ფილმში ვარ გადაღებული, მთელი ცხოვრება მაყურებლებს ვახარებდიო, შენ ჰონორარებს არ გაძლევდნენ? ან დღეს არ გაძლევენ? არ ვიცი, მანდ როგორი წესია, რეჟისორს თუ ეკუთვნის საავტორო, იქიდან მსახიობს არაფერი ერგება?
ახლაც წუწუნებ, ამხელა კაცი მშიერი დავრჩიო და მე პირადად არც კი მეცოდები, რადგან შენც “მოლოტოვის კოქტეილების'' მსროლელი მგონიხარ და რომ არა გომელაურის უწყების გააზრებული მუშაობა, რომ არა ლილუაშვილის უწყების გააზრებული მოქმედება, დუპლეტ ახალგაზრდებთან ერთად გვამებზე იცეკვებდი.
დიახ!
ვისაც ჩვენი ქვეყნის ნგრევა უნდა, ის არასდროს მეცოდება!
ეგრეა, ბურნუთ!
“დავაი'', სხვა საქმე ნახე, პატარა აღარ ხარ, კოჭი გააგორე, ყოველ საღამოს, როცა რუსთაველიდან დაბრუნდები, ფაფა ჭამე, ფისი ქენი, დაიძინე!"-წერს სოცილაურ ქსელში გელა ზედელაშვილი.
195 2-ს მოსწონს
|