x
image
Yoona
Mediator image
სილამაზე და ფუფუნება: 7 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 2025 წელს
image



ძვირადღირებული მანქანები ყოველთვის იზიდავს აღფრთოვანებულ მზერას. თანამედროვე ლუქს კლასის მანქანები გამოირჩევა უნიკალური დიზაინით და შეუდარებელი ტექნიკური მახასიათებლებით. აი, თუ მანქანა იშვიათია, წინა პლანზე გამოდის მისი ისტორიული ღირებულება, რაც მაღალ ფასს განსაზღვრავს. გიამბობთ, რომელი ავტომობილები ითვლება ყველაზე ძვირადღირებულად 2025 წელს.



Ferrari 330 LM/250 GTO

image



1962 წლის ავტომობილი კოლექციონერების ოცნებას წარმოადგენს. შეფასებულია 51, 7 მლნ დოლარად. მისი სიმძლავრეა 443 ცხენის ძალა, მაქსიმალური სიჩქარეა 280 კმ/სთ. აღჭურვილია ექვს კარბიურატორიანი ძრავით. 950 კგ-ს იწონის.




სპორტულმა მანქანამ მონაწილეობა მიიღო ავტორბოლებში 1962 წლიდან 1985 წლამდე, მათ შორის იყო „ლე-მანის 24 საათი“. ამ მანქანას ბევრი მფლობელი ჰყავდა. 2023 წელს ეს მანქანა Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდა.



Ferrari 250 GTO Berlinetta

image



1962 წელს წარმოებული მანქანა 38, 1 მლნ დოლარი ღირს. 250 GTO სერიებში წარმოებული 39-დან პირველი მანქანაა. მისი 2.95 ლიტრიანი V12 ძრავა 290 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და შეუძლია 280 კმ/სთ-მდე სიჩქარეს მიაღწიოს. მანქანა 8 წამში 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას აღწევს. 2000 კგ-ს იწონის.



250 GTO Berlinetta ითვლება ყველაზე ლამაზ ავტომობილად Ferrari-ს სტანდარტებითაც და ყველამ ვიცით, თუ რა დიდებულ მანქანებს აწარმოებს ეს ბრენდი. დიზაინი Pininfarina-ს სპეციალისტებმა შეიმუშავეს.



1965 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი მანქანის მფლობელი გახდა ფაბრიციო ვიოლატი. მის მუზეუმს, რომელიც 25 „ფერარს“ შეიცავს, Maranello Rosso ჰქვია. 2014 წელს ავტომობილი აუქციონზე გაიტანეს და გაიყიდა.



Rolls-Royce La Rose Noire Droptail

image



6.59 ლიტრიანი V12 ძრავას მქონე მანქანას აქვს 601 ცხენის ძალა და ავითარებს 286 კმ/სთ სიჩქარეს, ხოლო 100 კმ/სთ-მდე აჩქარებს 4, 84 წამში. ავტომობილი 2675 კგ-ს იწონის და 32 მლნ დოლარი ღირს.



La Rose Noire Droptail არის პირველი მოდელი Rolls-Royce-ის ლიმიტირებული გამოშვების ხაზში. სულ ოთხი ნიმუშია წარმოებული.




Rolls-Royce Boat Tail

image



ექსკლუზიური, შეკვეთით შექმნილი ავტომობილი Rolls-Royce Boat Tail. სულ სამი ცალია. 28 მლნ დოლარი ღირს. აქვს ორიგინალური დიზაინის ძარა, დამზადებული მყარი მაღალი სიმტკიცის ალუმინის ფურცლებით, და მდიდრულად მორთული სალონი. 5, 8 მ სიგრძის ავტომობილი აგებულია Drophead Coupe-ის შასაზე, აღჭურვილია V12 ბენზინის ძრავით, რომლის სიმძლავრე 571 ცხენის ძალაა.




Bugatti La Voiture Noire

image



უნიკალური დიზაინის ავტომობილი შეიქმნა Chiron-ის სერიული მოდელის საფუძველზე ერთ ეგზემპლარად კლიენტისთვის. მანქანა აღჭურვილია 8 ლიტრიანი ოთხმაგი ტურბო V16 ძრავით, გამოიმუშავებს 1500 ცხენის ძალას. 7 სიჩქარიანი გადაცემის კოლოფი აქვს. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებს 2, 4 წამში, მაქსიმალური სიჩქარე - 422 კმ/სთ. მანქანის ღირებულება 18, 7 მლნ დოლარია.



Pagani Zonda HP Barchetta

image



იტალიური საავტომობილო ინდუსტრიის ამ შედევრის ღირებულება 15 მლნ დოლარია. აქვს 7, 2 ლიტრიანი ორმაგი ძრავა, 800 ცხენის ძალა. 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3 წამია, მაქსიმალური სიჩქარე - 355 კმ/სთ.



Bugatti Centodieci

image



ძვირადღირებული ავტომობილი 9 მლნ დოლარი ღირს. აქვს 8 ლიტრიანი ოთხმაგი ტუმბო V16 ძრავა და 1600 ცხენის ძალა. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებს 2, 4 წამში, მაქსიმალური სიჩქარე - 380 კმ/სთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

10 უკიდურესად იშვიათი მანქანა, რომელსაც გზაზე ვერ შეხვდებით

ტომ კრუზი, სილვესტერ სტალონე და არა მხოლოდ: ცნობილები საყვარელ ავტომობილებთან ერთად

როგორ გამოიყურებოდა ლუი მატარის კადილაკი, 1947 წლის ავტომობილი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი

ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის

„პატარა ნაძირალა“ – ჯეიმზ დინის სიკვდილის მომტანი მანქანა



0
251
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
251