საბუნებისმეტყველო NASA ამას წლების მანძილზე მალავდა... დღეს, 10:23 ახალი კოსმოსური კვლევის მიხედვით, მზის სისტემის დედამიწის ჯგუფის ყველა პლანეტა და მათი თანამგზავრები, უძველესი ცივილიზაციებით იყო დასახლებული... და ეს, სავარაუდოდ, 10 მლნ. წლის წინ უნდა ყოფილიყო. იყო დრო, როდესაც ადამიანებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ჩვენი კოსმოსური მეზობელი მთვარე, ამდენ საიდუმლოს ინახავდა. უმრავლესობას ის უსიცოცხლო, კრატერებით დაფარული სფერო ეგონათ. რეალურად კი, მის ზედაპირზე, ამერიკელმა ასტრონავტებმა უძველესი ქალაქის ნანგრევები, იდუმალი მექანიზმები და უცხოპლანეტელების ბაზა აღმოაჩინეს. რატომ მალავენ ინფორმაციას მთვარის შესახებ?
რა დაინახა პირველმა ადამიანმა მთვარეზე? ამასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ მთვარეზე მყოფი ნილ არმსტრონგიის და NASA წარმომადგენლის დიალოგი, რომელიც ამერიკელმა რადიომოყვარულმა მოისმინა:
— ღმერთო! ვფიქრობდი რომ საერთოდ აგვაფეთქებდა ეს რაღაც, თქვენ მარტო შეხედეთ... ეს... მარტო შეხედეთ ამ რაღაცა! რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ დიალოგებს ასტრონავტებსა და NASA-ს შორის, ის როგორც ნასამ, ისე ხელისუფლებამ უარყო. საამისოდ კი სერიოზული მიზეზი ჰქონდათ: 1938 წლის 30 ოქტომბერს რადიო CBS-ს ეთერში რადიოდადგმა გავიდა «სამყაროთა ომი» — ჰერბერტ უელსის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით. რადიომსმენელების ერთმა ნაწილმა, რეალურად მიიღო რადიოში გადმოცემული რეპორტაჟი მარსელების შემოსევის შესახებ და მილიონობით ადამიანი პანიკაში ჩავარდა. ამერიკის ჩრდ–აღმ. ნაწილში ტელეფონის ქსელები გადაიტვირთა, უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა ქალაქის დატოვება და შედარებით უსაფრთხო ადგილზე გაქცევა. ამის გამო, გზებზე საცობები შეიქმნა და ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის სრული პარალიზება მოხდა. ასე, რომ, გასაკვირი არ არის, რომ ინფორმაცია, მთვარეზე ნანახი უცხოპლანეტელების შესახებ, გაასაიდუმლოვეს. როგორც გაირკვა, ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მსოფლიო საზოგადოებას, არა მარტო დედამიწის თანამგზავრზე უცხოპლანეტელების ბაზის არსებობის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს, არამედ ისიც, რომ იქ უძველესი ქალაქის ნანგრევები, უცნაური ობიექტები და მექანიზმები ნახეს. გრანდიოზული შენობების ნანგრევები ![]() 2007 წლის 30 ოქტომბერს NASA-ს ფოტოლაბორატორიის ყოფილმა უფროსმა კენ ჯონსტონმა (Ken Johnston) და მწერალმა რიჩარდ ჰოგლანდმა (Richard Charles Hoagland) ვაშინგტონში პრესკონფერენცია მოაწყვეს, რომლის შესახებ ინფორმაცია, მსოფლიოს ყველა წამყვანი ტელეარხების საინფორმაციო პროგრამებში მოხვდა. და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ინფორმაციას, რომელიც ამ ადამიანებმა გააჟღერეს, აფეთქებული ბომბის ეფექტი ჰქონდა. ჯონსტონმა და ჰოგლანდმა განაცხადეს, რომ თავის დროზე, ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარეზე უძველესი ქალაქის ნანგრევები და არტეფაქტები აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მთვარეზე შორეულ წარსულში მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა. პრესკონფერენციაზე ნაჩვენები იყო მთვარის ზედაპირის ფოტოსურათები, რომლებზეც მთვარის ზედაპირზე, აშკარად ხელოვნური წარმოშობის ობიექტების არსებობის კვალი იკვეთებოდა. განსაკუთრებით საყურადღებო, წარმოდგენილი ფოტომასალიდან, ის ფოტო იყო, რომელზეც მთვარეზე მდებარე მინის «სასახლე» იყო ასახული. როგორც ჯონსტონმა განაცხადა, მთვარის კოსმოსური პროგრამებისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ისინი იძულებულები იყვნენ მთვარის ზედაპირზე გადაღებული ფოტოსურათები გამოექვეყნებინათ, ამიტომ, ვიდრე ფოტო ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ან ტელევიზიით გამოჩნდებოდა, მისი რეტუშირება ხდებოდა. NASA-ს ხელმძღვანელობის ბრძანებით, ფოტო-ნეგატივზე იღებებოდა ყველაფერი, რასაც შეეძლო სულ მცირე ეჭვი გამოეწვია, მთვარეზე არსებული რეალური სიტუაციის შესახებ. ხოლო ჰოგლანდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა: «როგორც NASA-მ, ისე საბჭოთა კოსმოსურმა პროგრამამ, ცალ-ცალკე აღმოაჩინეს, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ სამყაროში. რომ მთვარეზე არსებობს ნანგრევები, კულტურული მემკვიდრეობა ცივილიზაციისა, რომელიც ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე ჩვენ ახლა ვართ». ![]()
დაუშვებენ კი მთვარეზე ჩვენს არქეოლოგებს? ![]() რიჩარდ ჰოგლანდს, როგორც თავად ამბობს, ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, ხელში ჩაუვარდა «აპოლონ-10» და «აპოლონ-16» მიერ გადაღებული ფოტოსურათები, რომელზეც კარგად ჩანს ქალაქი, ქუჩებითა და შენობის ნანგრევებით. ფოტოებზე დაფიქსირებულია ანძები, ხიდები და ესტაკადები. ქალაქს გამჭვირვალე გუმბათი ფარავს, რომელიც აქა-იქ, დიდი მეტეორიტების ვარდნის გამო, დაზიანებული არის. ![]() ვის მიერ იყო აშენებული ეს ქალაქი? ვინ შექმნა ეს თაღი, გამჭვირვალე შენობები, კილომეტრობით გზები და ენერგო ობიექტები? – უცნობია. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მილიონობით, ან იქნებ ათასობით წლის წინ, მთვარეზე უცხო ცივილიზაციის (ცივილიზაციების) ბაზა იყო, რომელსაც საკუთარი ინტერესები ჰქონდა დედამიწაზე. არის სხვა ჰიპოთეზებიც. ერთ-ერთის თანახმად, მთვარეზე ქალაქი დედამიწის მაღალგანვითარებულმა ცივილიზაციამ ააშენა, რომელიც მოგვიანებით, ომის ან გლობალური კატაკლიზმების გამო დაიღუპა. ![]() არხის სხვა სიახლეები:* კაცი, რომელმაც ჰიტლერზე მეტი ადამიანი მოკლა, დავიწყებას მიეცა* "ტიტანიკის" კატასტროფა გარდაუვალი იყო – გემი პორტიდან რომ არ გასულიყო, მაინც ჩაიძირებოდა* 7 ყველაზე საოცარი მცენარე პლანეტაზე* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?133 1-ს მოსწონს
|