საქართველო "თქვას, რამდენი გადაუხადა და პასუხად რა მიიღო, რა გაწევ–გამოწევა მოყვა ამას…" - რას წერს გია ხუხაშვილი 1 მარტი, 23:10 პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი მმართველ გუნდთან დაკავშირებით შიდა კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს და წერს:"მდინარაძე ამბობს, რომ ჯო უილსონს ფული არ გადაუხადეს და ამიტომ “ებრძვის” ამათ.მაგას ჯობია ის თქვას:1. რამდენი მილიონი და ვისი ხელით გადაუხადეს ლობისტებს აშშ-სთან “დალაგებაში” და პასუხად უილსონის ხელით სანქციები მიიღეს.2. რამდენი და ვის გადაუხადეს პია კაუმას ვიზიტის ორგანიზებაში და პასუხად ისევ უილსონის ხელით ეს ვიზიტიც ჩაიშალა. რა გაწევ-გამოწევა მოყვა ამას, ისიც თქვას…მოკლედ, სულ უკუღმა იხდიან, არ უფრთხილდებიან ბიძინას ფულს…"- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.2730 1-ს მოსწონს |