x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომლის მიხედვით, აღმოსავლეთის და დასავლეთის ცივილიზაციებს შორის კავშირი "აბრეშუმის გზამდე" იყო

იმის გამო, რომ ადრე სატრანსპორტო საშუალებები ისე კარგად არ იყო განვითარებული, ევროპელებს და აზიელებს შორის კომუნიკაცია არ არსებობდა. მაგრამ, მათ ერთმანეთის არსებობის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. ევროპასა და აზიას შორის, უძველესი დროიდან «დიდ აბრეშუმის გზა» არსებობდა.

ძვ.წ. აღრ. II საუკუნეში, ჩინეთის იმპერატორმა, მოკავშირეების მოსაძებნად, ელჩი გაგზავნა დასავლეთში. მის მიერ გავლილი გზა, მოგვიანებით, «დიდ აბრეშუმის გზად» იქცა და ჩინეთი დანარჩენ მსოფლიოსთან დააკავშირა. მიუხედავად ამისა, ჩინელებს და ევროპელებს ერთმანეთი, საუკუნეების მანძილზე არ უნახავთ, რადგან ამ გზაზე, ძირითადად, არაბი ვაჭრები დადიოდნენ. მათ საქონლის გარდა, ევროპაში ინფორმაცია ჩაჰქონდათ, აზიის ქვეყნებისა და იქაური ადამიანების ყოფა-ცხოვრების შესახებ. გაგრძელება >>>


image


თუმცა, ახალმა აღმოჩენამ, კორექტივები შეიტანა ჩვენს წარმოდგენებში, აღმოსავლეთის და დასავლეთის ურთიერთობების შესახებ. 2016 წელს ტაკლა-მაკანის უდაბნოში არქეოლოგებმა უჩვეულო მუმია აღმოაჩინეს, რომელსაც «ტარიმის პრინცესა» შეარქვეს. მუმიის სიმაღლე, დაახლოებით, ორი მეტრი იყო, რაც საგრძნობლად აღემატებოდა, იმ დროს, რეგიონში მცხოვრებთა საშუალო სიმაღლეს. მუმია, ძვ. წ. აღრ. დაახლოებით, 2000 წლით თარიღდება.

«ტარიმის პრინცესა» თხელი შალის ქსოვილში იყო გახვეული, რომელიც რთული ორნამენტებით იყო გაფორმებული. მასთან ერთად, აღმოჩენილია ისეთი არტეფაქტები, როგორიცაა: ტყავის ჩექმები, ხის სავარცხელი და ჭურჭელი, საკვების ნარჩენებით. რაც ქალის მაღალ სტატუსზე მეტყველებს. განსაკუთრებული ყურადღება, მუმიის ქერა თმამ და ევროპულმა სახის ნაკვთებმა მიიქცია.
დნმ-ის ანალიზმა, ევროპული მოსახლეობისთვის დამახასიათებელი გენეტიკური მარკერების არსებობა გამოავლინა, რაც ძველ დროში, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, კონტაქტებზე მიუთითებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს აღმოჩენა, ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ წარმოდგენებს, ცენტრალური აზიის დასახლების შესახებ და ძველ ცივილიზაციებს შორის, უფრო რთულ და შორეულ კავშირებზე მიუთითებს, ვიდრე ამას აქამდე ვარაუდობდნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ავსტრალიაში ჰუმანოიდების 60–მდე სამარხი აღმოაჩინეს

* შემეცნების მიღმა – ტოპ-10 ფენომენი, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის

* კნუტმა ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოში ნამდვილი სასწაული მოახდინა

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
203
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...