x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე უჩვეულო (და ალბათ ყველაზე მომგებიანი) ნიძლავი მსოფლიო ისტორიაში
image


1932 წელს ორმა ბიზნესმენმა Baton Rouge-იდან უჩვეულო ნიძლავი დადეს - 5 დოლარზე. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ფსონი მომავალში გადაიქცეოდა უზარმაზარ შემოსავლად, რომელიც ერგება ერთ-ერთი მხარის შთამომავლებს.


1932 წელს, დიდი დეპრესიის ფონზე, ორი ბიზნესმენი Baton Rouge-იდან, რ.ე. კოლინზი(R. E. Collins) და ჯ.დ. სტოტლერი( J. D. Stotler), ისხდნენ მაგიდასთან, წრუპავდნენ ყავას და განიხილავდნენ ახლად აშენებულ სახელმწიფო კაპიტოლიუმის შენობას.


საინტერესოა აღინიშნოს, რომ Baton Rouge-ში ახალი კაპიტოლიუმის მშენებლობა ბატონ იყო ლუიზიანას გუბერნატორის ჰუი ლონგის მიერ ინიცირებული 1920-იანი წლების ბოლოს და 1930-იანი წლების დასაწყისში და იყო მასიური ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი. ლონგი ცდილობდა შტატის მოდერნიზაციას და 34-სართულიანი კაპიტოლიუმის მშენებლობა ამ ტრანსფორმაციის სიმბოლოდ იქცა. 137 მეტრიანი შენობა, გახდა ყველაზე მაღალი სამხრეთ შეერთებულ შტატებში და ყველაზე მაღალი ქვეყნის დაწესებულებებს შორის.



დიდებული არქიტექტურით მოხიბლული სტოტლერი ამტკიცებდა და სჯეროდა, რომ შენობა რომის იმპერიის დროინდელი ნებისმიერი ნაგებობაზე დიდი იყო და მთავრობის ადმინისტრაცია გამოიყენებდა მას კიდევ 500 წლის განმავლობაში. პირიქით, კოლინს ეჭვი ეპარებოდა სტრუქტურის გამძლეობაზე და აღნიშნა, რომ რომის იმპერიის დროინდელი ბეტონის უძველესი რეცეპტი უცნობია თანამედროვე მშენებლებისთვის და თანამედროვე ინჟინრები და მშენებლები ვერაფერს მოიფიქრებენ უფრო მყარს და ეს შენობა ნამდვილად ვერ გაძლებდა 500 წელს..

imageფოტოზე:Baton Rouge-ის კაპიტოლიუმი ლუიზიანაში



თავიანთი პოზიციის გასამყარებლად, მათ დადეს ფსონი, თითოეულმა დადო 2.50 დოლარი. ადვოკატმა B.B. Taylor-მა გააფორმა ოფიციალური კონტრაქტი და ჯამური თანხა $5 შეიტანა ლუიზიანას ეროვნულ ბანკში.


ნიძლავის შედეგის დადგენის თარიღად დაინიშნა 2432 წლის 1 აპრილი.


დავის ლოგიკიდან გამომდინარე, ნიძლავის შედეგი უნდა დადგეს 2432 წელს, როდესაც შენობა ან გააგრძელებდა ფუნქციონირებას ან დაიშლება.


მელნით ხელმოწერილი დოკუმენტი დაამოწმა ბანკის ვიცე პრეზიდენტის, ჩარლზ დ. რეიმონდმა.


დღეს, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, კაპიტოლიუმის შენობა ფუნქციონირებს, ისევე როგორც ლუიზიანას ეროვნული ბანკი. მიუხედავად იმისა, რომ ნიძლავის მონაწილეებმა დიდი ხანია დატოვეს სააქაო სამყარო, მათ შთამომავლებს შეუძლიათ მემკვიდრეობით მიიღონ უჩვეულო ფინანსური ვალდებულება, თუ კონტრაქტს ისევ ექნება იურიდიული ძალა და დოლარი იარსებებს.


ამ ამბით მოხიბლულმა ზოგიერთმა ამერიკელმა ფინანსისტმა გამოთვალა, 5 დოლარის მინიმალური და მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 500 წლის განმავლობაში:მაშინ ერთ-ერთი ოჯახის შთამომავლები მხარე 2432 წელს მიიღებს დაახლოებით შემდეგ თანხას:


წლიური 3%-ით → ~682000$

წლიური 5%-ით → ~1, 5 მილიარდი დოლარი

წლიური 7%-ით → ~2, 8 ტრილიონი დოლარი

ასე რომ, თუ ფსონის საპროცენტო განაკვეთი მაღალი იქნება, ეს შეიძლება იყოს ყველაზე უჩვეულო და მომგებიანი მემკვიდრეობა მსოფლიო ისტორიაში.

0
326
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0