x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩალის შლაპების ბუნტი
image

რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდი არასწორი ტანსაცმლის შერჩევისას? ალბათ მეგობრები ცოტას გაიღიმებენ თქვენი სასაცილო გარეგნობის გამო.


მაგრამ იშვიათად ხდება, როცა ვინმე ძალადობით ცდილობს მოგახვიოს ჩაცმის სტილი. თუმცა, ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა ერთი საუკუნის წინ ნიუ-იორკში.


მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში შლაპა პოპულარული და აუცილებელი აქსესუარი იყო ყველა ჯენტლმენისთვის.



მამაკაცები შლაპას ატარებდნენ წლის ნებისმიერ დროს, ცივ ან ცხელ ამინდში. მაგრამ ზაფხულში მათი ტარება არასასიამოვნო იყო. ამიტომ, 1900-იანი წლებიდან დაიწყეს ჩალის შლაპების ტარება. თავდაპირველად მათ იყენებდნენ მხოლოდ სპორტული ღონისძიებების დროს, ან ნავით სეირნობის დროს. დროთა განმავლობაში, ეს საზაფხულო თავსაბურავი მისაღები გახდა ნებისმიერ ტანსაცმელთან ერთად.

image

თუმცა, არსებობდა დაუწერელი წესი, რომ მამაკაცები ზაფხულის დამთავრებისთანავე ჩალის ქუდებს მოიშორებდნენ და უფრო შესაფერის თექის შპლაპებს დაუბრუნდებოდნენ. ამ ცვლილებისთვის არჩეული თარიღი იყო 15 სექტემბერი. ვისაც ამ პერიოდზე მეტ ხანს ეხურა ქუდი, რისკავდნენ, რომ გადაეყრებოდნენ ქუჩის ბიჭებს, რომლებიც ქუდს თავიდან მოაგლიჯავდნენ და ფეხებით გადათელავდნენ . პრაქტიკა იმდენად უსიამოვნო გახდა, რომ გაზეთები აფრთხილებდნენ მოქალაქეებს 15 სექტემბრის მოახლოების შესახებ.

.

image

Pittsburgh Press-მა 1910 წლის 15 სექტემბერს სტატიაში აღწერა ინციდენტი, რომელშიც პოლიცია იძულებული გახდა ჩარეულიყო „ერთზე მეტ შემთხვევაში ჩალის შლაპით მოსიარულეების დასაცავად“.


მიუხედავად იმისა, რომ ჩალის ქუდების წინააღმდეგ ორგანიზებული დემონსტრაციები მიეკუთვნებოდა "ახალგაზრდულ ბუნტს", პრესა მაინც იწინასწარმეტყველა საშიში შედეგები:


"ნორმალურია, როცა ბირჟის ბროკერები ერთმანეთის შლაპებს ანადგურებენ, თუკი ეს მათ მოსწონთ. მაგრამ არავის მოსწონს ქუდი მოგაძროს იმ ადამიანმა, რომელსაც არ იცნობ და თუ ეს არაფორმალურობა გავრცელდება, აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე

შეუპოვარი ბატონი, რომლებიც ამ გართობას ფიზიკურ თავდასხმად აღიქვამენ და თავს ისე დაიცავენ, რომ ყველა დაინტერესებულს გაუფუჭებს ამით მიღებულ სიამოვნება."


Pittsburgh Press-ის ვარაუდი თორმეტი წლის შემდეგ, 1922 წელს გამართლდა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ რამდენიმე მოზარდმა ბიჭმა გადაწყვიტა ტრადიცია გაელამაზებინა დათქმულ თარიღამდე ორი დღით ადრე და დაიწყეს ქარხნის მუშებზე ქუდების მოხდა და გადათელვა. როდესაც თინეიჯერთა ბანდა ცდილობდა იგივე გაეკეთებინა ნავსადგურის მუშებისთვის, ატყდა ჩხუბი .

ჩხუბი ისეთი მასშტაბური იყო, რომ მანჰეტენის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა. საბოლოოდ, პოლიციამ დაარბია მოჩხუბრები და რამდენიმე ადამიანი დააკავა.


იმავე საღამოს თინეიჯერთა ბანდები დაძრწოდნენ ქუჩებში დიდი ჯოხებით, რომელსაც ზედა მხარეს ლურმანი ჰქონდა ჩარჭობილი . ეძებდნენ ჩალის შლაპიან ფეხით მოსიარულეებს და სცემდნენ იმათ, ვინც წინააღმდეგობას უწევდა. ერთ დეტექტივს თავს დაესხა ბანდა 102-ე ქუჩისა და მესამე გამზირის კუთხეში. ცემის გამო რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს..

image

არეულობა გაგრძელდა მეორე და მესამე დღეს. ამ სამი დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დააკავეს, მაგრამ რადგან შლაპებმზე თავდასხმების მონაწილეთა უმეტესობა 15 წლამდე ასაკის იყო, ისინი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ასევე დაუძახეს მშობლებს და უბრძანეს, საფუძვლიანად დაესაჯათ შვილები, რაც ბევრმა მამამ გააკეთებდა. ყველაზე ხანგრძლივი სასჯელი იყო სამი დღე პატიმრობა.


მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაზარალდა არეულობის დროს, შლაპების მაღაზიებმა კარგი მოგება მახეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გვიან ღამემდე მუშაობდნენ და თექის შლაპებს ყიდდნენ.

image

შლაპის ძალადობრივად მოხდის ტრადიცია 1922 წლის აჯანყების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა და 1924 წელს ამისთვის ერთი კაციც კი მოკლეს. მსგავსი არეულობა მოხდა 1925 წელს და ბევრი დააპატიმრეს ნიუ-იორკში.


ეს პრაქტიკა გაქრა 1930-იან წლებში, როდესაც ჩალის ქუდები მოდიდან გადავიდა და ადგილი დაუთმო პანამის ქუდებს.

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0