x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 გამოცანა ხრიკებით, რომელსაც თქვენი ჩიხში შეყვანა შეუძლია (პასუხები აქვს)

imageარსებობს ისეთი გამოცანები, რომლის ამოხსნა, მხოლოდ ლოგიკის და ხალისიანი განწყობითაა შესაძლებელი. ამასთან, თუ მათ მათემატიკის, ფიზიკის, ან სხვა სერიოზული მეცნიერებების ცოდნით მიუდგებით, მაშინ უცილობელი მარცხი გელით.

აქ სწორედ ამ ტიპის გამოცანებს გთავაზობთ და შეგიძლიათ სცადოთ. თუმცა, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ გამოცანებს, ჩიხში, არაერთი ადამიანი შეუყვანია!


გამოცანა №1


რა უფრო მეტია: ყველა ციფრის ჯამი, თუ ამ ციფრების ნამრავლი?


გამოცანა №2


ჯაჭვის 5 ფრაგმენტი გაქვთ და უნდა გადააბათ. ამასთან, მხოლოდ 3 რგოლის გახსნის უფლება გაქვთ.

ეს როგორ უნდა მოახერხოთ?image

გამოცანა №3


ორი ქალაქიდან ერთმანეთისკენ, ორი სატვირთო მატარებელი მოძრაობს. თითოეული მატარებელი სიგრძე 300 მ–ია და 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ქალაქებს შორის მანძილი 500 კმ.

რა დრო (წამებში) გავა მემანქანეების შეხვედრიდან, ბოლო ვაგონების კონდუქტორების შეხვედრამდე?


გამოცანა №4


მაღაზიაში, მაგიდაზე 100 ფურცელი დევს. 10 წამში, 10 ფურცლის გადათვლა შეიძლება. დაასახელეთ უმცირესი დრო, რომელიც გამყიდველს დასტიდან, 80 ფურცლის გამოსაყოფად დასჭირდება?



გამოცანა №5


რამდენი განსხვავებული ციფრია საჭირო 1000–ის დასაწერად?


გამოცანა №6


imageპირველი ჭიანჭველა ამბობს:

– ჩემს წინ გზა არის, უკან კი – ჭიანჭველა.

მეორე ჭიანჭველა (შუაში რომ არის ის) ამბობს:

– ჩემს წინ ჭიანჭველაა და უკანაც – ჭიანჭველაა.

მესამე ჭიანჭველა ამბობს:

– ჩემს წინ ჭიანჭველაა და უკანაც – ჭიანჭველაა.


ეს როგორ შეიძლება, რომ სიმართლე იყოს?


გამოცანა №7


გადაიტანეთ ერთი ასანთის ღერი ისე, რომ კვადრატი მიიღოთ.
image

image


პასუხი №1 გამოცანაზე:


ჯამი უფრო მეტი იქნება, რადგან თუ ყველა ციფრის გადამრავლებას დავიწყებთ, ე. ი. 0–ზეც გავამრავლებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნამრავლი 0–ის ტოლი იქნება.


პასუხი №2 გამოცანაზე:image


უნდა დაშალოთ ერთი ფრაგმენტი. ასე 3 რგოლს მიიღებთ და რგოლების დარჩენილი ფრაგმენტების დასაკავშირებლად გამოიყენებთ.


პასუხი №3 გამოცანაზე:


სატვირთო მატარებლებში კონდუქტორები არ არიან.


პასუხი №4 გამოცანაზე:


გამყიდველს მხოლოდ 20 წამი დასჭირდება, რადგან მან მხოლოდ 20 ფურცელი უნდა გადაითვალოს და დარჩენილი, 80 ფურცელი მყიდველს მისცეს.


პასუხი №5 გამოცანაზე:


საჭიროა მხოლოდ ორი ციფრი: 1 და 0.


პასუხი №6 გამოცანაზე:


ისინი წრეზე დადიან.


პასუხი №7 გამოცანაზე:
image


გადაიტანეთ ასანთი ისე, რომ ციფრი 4 მიიღოთ – 4 – 2–ის კვადრატია.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ტესტი საზრიანობაზე, რომლის გავლა მხოლოდ 5 % შეუძლია (პასუხი აქვს)

* საინტერესო ფაქტები ნოეს კიდობნის შესახებ

* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სურათები, კონტექსტის გარეშე – 6 (25 ფოტო)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
233
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0