სიახლეები პუტინი ტრამპს სთავაზობს რუსეთში ერთობლივად მიწიერი ლითონების მოპოვებას და აგრეთვე შეიარაღების შემცირებას 25 თებერვალი, 15:56 ![]() ამის შესახებ პუტინმა პროპაგანდისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა იმუშაოს თავის პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკულ კომპანიებთან, იშვიათი მიწიერი ლითონების სფეროში. პუტინის თქმით, რუსეთი მზადა შესთავაზოს შეერთებულ შტატებს ერთობლივი მუშაობა რუსეთის ტერიტორიაზე იშვიათი მიწიერი ლითონების მოპოვების სფეროში. ასევე, მისი თქმით, ამ ქვეყნებს შეუძლიათ ალუმინის ერთობლივი წარმოება შექმნან: "ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ამ სფეროში ამერიკულ კომპანიებთან ერთად მუშაობაზე. მაგალითად, კრასნოიარსკის მხარეში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, დაგეგმილი იყო ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და დამატებითი ალუმინის საწარმო ობიექტის შექმნა". „ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მსგავსი მასშტაბის უფრო მეტი რესურსი, ვიდრე უკრაინას“, - თქვა კრემლის ლიდერმა შეხვედრის შემდეგ, რომელიც მიეძღვნა რუსეთში იშვიათი ლითონების მოპოვების განვითარებას. მან განაცხადა, რომ რუსეთი "ერთ-ერთი უდავო ლიდერია იშვიათი მინერალების და იშვიათი მიწიერი ლითონების მარაგებში". „ჩვენ მოხარული ვიქნებით ვითანამშრომლოთ ნებისმიერ უცხოელ პარტნიორთან, მათ შორის ამერიკელებთან“, - განაცხადა პუტინმა. მან დასძინა, რომ რუსეთი მზად არის განაახლოს ალუმინის მიწოდება შეერთებულ შტატებში, გაყიდოს 2 მილიონი ტონა და დასძინა, რომ რუსული და ამერიკული კომპანიები ამჟამად ერთობლივ პროექტებზე განიხილავენ. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ დადონ შეთანხმება შეიარაღების 50%-ით შემცირების შესახებ და"თუ მას სურს" ჩინეთსაც შეუძლია შემოურთდეს ამ შეთანხმებას. 119 2-ს მოსწონს
|