ფეხბურთი
"პო#ნო მაგნატი" თუ - "სე#სუალური მანიაკ-შანტაჟისტი ისეთი აბსურდია..."- ბიძინა ბარათაშვილი სანდრო ცნობილაძეზე
დღეს, 10:56

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ბიძინა ბარათაშვილი საკუთარი კოლეგის, სანდრო ცნობილაძის გარშემო ატეხილ სკანდალს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"სანდრო ცნობილაძეს ვიცნობ 30 წელიწადზე მეტი ხანია. აქედან 25 წელი ერთად გვიმუშავია. სანდრო - "პორნო მაგნატი" თუ სანდრო - "სექსუალური მანიაკ-შანტაჟისტი" ისეთი აბსურდია, რომ ამ თემაზე მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ არ იფიქროს - ეს ამბავი გამომეპარა... სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ ბოდვა გრძელდება...", - ვკითხულობთ ბიძინა ბარათაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ცნობილი სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მის წინააღმდეგ საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, "საქმე ეხება დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას". კითხვაზე, რას უკავშირებს ცნობილაძე მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს, ცნობილაძემ აღნიშნა, რომ ის მიმდინარე პროცესს აქციებზე ყოფნას უკავშირებს.